ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, ჯოვანი დი ლორენცო, ელიფ ელმასი, ლეო ოსტიგორი
Aa
Aa

ნაპოლის ფეხბურთელებმა ახალი Call of Duty ითამაშეს | კვარას გუნდმა მოიგო

Call of Duty-ის ფრენჩაიზის ახალი ვიდეოთამაში, Modern Warfare III-ი 2023 წლის 10 ნოემბერს გამოვა. ვიდეოთამაშების მოყვარულებს, რომლებმაც PS4-ზე და PS5-ზე Modern Warfare III-ი წინასწარი შეკვეთით შეიძინეს, თამაშის ბეტა ვერსიაზე წვდომა დღეს გაეხსნათ და „ნაპოლის“ ფეხბურთელებმა გადაწყვიტეს, ბეტა ვერსია გამოეცადათ (სამი გეიმ მოუდი Team Deathmatch, Dominion, and Hardpoint).

„პარტენოპეის“ მოთამაშეები ორ გუნდად გაიყვნენ. ერთის კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო გახლდათ, მეორესი - ვიქტორ ოსიმენი. ოსიმენს გუნდში ჯოვანი სიმეონე და ელიფ ელმასი ჰყავდა, დი ლორენცოს - ხვიჩა კვარაცხელია და ლეო ოსტიგორი.

პირველი რუკა დი ლორენცოს გუნდის გამარჯვებით დასრულდა და როგორც La Gazzetta dello Sport-ი წერს, „კვარამ“ დაამტკიცა, რომ ფეხბურთთან ერთად, Call of Duty-შიც ჩემპიონია. პირველ შეხვედრაში მან მეტოქეები ყველაზე მეტჯერ, 23-ჯერ მოკლა. ოსიმენის გუნდმა ბოლომდე იბრძოლა და მეორე რუკაზე იმარჯვა, რის შემდეგაც გადამწყვეტი რაუნდი დაინიშნა, რომელიც დი ლორენცოს გუნდმა მოიგო და კაპიტანი MVP-დ დაასახელეს.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ სერია A-ს გასულ ორ ტურში 6 ქულა მოიპოვა, შინ „უდინეზე“ 4:1 დაამარცხა, შემდეგ კი სტუმრად „ლეჩეს“ დიდი ანგარიშით მოუგო (4:0). მიმდინარე კვირაში „ნაპოლი'' ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის „რეალთან'' დამარცხდა (2:3), სერია A-ს შემდეგ ტურში კი „ფიორენტინას'' მიიღებს (8 ოქტომბერი, 22:45).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლის ყოფილი თავკაცი: „კვარა აღარ იღიმის, გუნდში სევდას ვხედავ“
ნაპოლის ყოფილი თავკაცი: „კვარა აღარ იღიმის, გუნდში სევდას ვხედავ“