დინამო ბათუმი
Aa
Aa

ლამაზი გოლები - ბათუმის დინამომ ტორპედოს ქუთაისში მოუგო

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 27-ე ტურში ცენტრალური მატჩი ქუთაისში შედგა, სადაც „ტორპედომ“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა.

ანდრეი დემჩენკოს გუნდი უპირატესობას საწყისი წუთებიდანვე დაეუფლა. პირველ ნახევარში პაატა ღუდუშაურმა ბათუმელები დააწინაურა კიდეც, თუმცა ვიდეო რეფერიმ თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

მეორე ნახევარში ანდრეი დემჩენკოს გუნდმა 4-წუთიან მონაკვეთში ორი ბურთის გატანა შეძლო. 55-ე წუთზე გიორგი ზარიამ საკუთარი ნახევრიდან დიდებული გარღვევა განახორციელა და სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა.

59-ე წუთზე კი ზარია-ღუდუშაური-ჯოვინოს სამსვლიანი კომბინაცია ამ უკანასკნელის ზუსტი დარტყმით დასრულდა.

შეხვედრაში წერტილი 81-ე წუთზე მატჩის საუკეთესო მოთამაშემ პაატა ღუდუშაურმა დასვა, რომელმაც ჩაბრაძის პასის შემდეგ მეკარეს ერთი-ერთზე აჯობა.

დემჩენკოს გუნდი ამ გამარჯვების შემდეგ, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგას 59 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“მე დავბრუნდი და ბედნიერი ვარ“ - ხვიჩა უდინეზესთან მატჩის შემდეგ
“მე დავბრუნდი და ბედნიერი ვარ“ - ხვიჩა უდინეზესთან მატჩის შემდეგ