ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

Sofascore - ხვიჩამ ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო

სერია ა-ს მორიგ ტურში „ნაპოლიმ“ „უდინეზეს“ უმასპინძლა და 4:1 გაანადგურა. „პარტენოპეის“ შესანიშნავი მატჩი ჰქონდა და გამოსარჩევი ხვიჩა კვარაცხელია იყო.

ქართველმა ფეხბურთელმა პენალტი მოიპოვა, 6-თვიანი პაუზის შემდეგ გოლი გაიტანა და ასევე საგოლე გადაცემაც შეასრულა.

მატჩის დასრულების შემდეგ, გავლენიანმა გამოცემა Sofascore-მა რუდი გარსიას შეგირდები შეაფასა. „კვარას“ კი ყველაზე მაღალი ქულა ერგო.

Sofascore:

მერეტი(6.8), მარიო რუი(7.5), ნათანი(6.9), ოსტიგორი(6.8), დი ლორენცო(7.4), ანგისა(7.0), ლობოტკა(6.8), ზიელინსკი(8.3), პოლიტანო(8.1), ოსიმენი(7.4), კვარაცხელია(9.3), ლინდსტრომი(6.7), სიმეონე(7.5), ელმასი(6.8), რასპადორი(6.5).

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას 19 მარტის შემდეგ გოლი არ ჰქონდა გატანილი. დღევანდელ დღემდე, ქართველმა ვარსკვლავმა უკანასკნელად „ტორინოს“ კარი აიღო. ასევე შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში, „კვარას“ ანგარიშზე ერთ გოლთან ერთად ერთი საგოლე პასია.

ხვიჩას ყველა მომენტი უდინეზესთან

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სლოვანმა მოიგო - კანკავამ 90 წუთი ითამაშა, კაშია 90-ე წუთზე შევიდა
სლოვანმა მოიგო - კანკავამ 90 წუთი ითამაშა, კაშია 90-ე წუთზე შევიდა