ჩელსი, ნაპოლი, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

“ოსიმენი ჩელსიში უნდა წავიდეს“ - იტალიური მედიის ანალიზი

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვიქტორ ოსიმენის და „ნაპოლის“ კონფლიქტით სარგებლობას „რეალი“ და საუდის არაბეთის კლუბები აპირებენ. რადარზე ლონდონის „ჩელსიც“ გახლავთ.

იტალიური მედია კი ხსნის, თუ რატომ იქნება ნიგერიელი თავდამსხმელის „ჩელსიში“ გადასვლა ყველაზე ლოგიკური.

Football Italia:

„მიუნხენის „ბაიერნი“ გამორიცხულია, რადგან „რეკორდმაისტერმა“ 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ ჰარი კეინი იყიდა. „მანჩესტერ იუნაიტედმა“ რასმუს ჰოილუნდი დაიმატა, ხოლო „პარი სენ ჟერმენმა“ რანდალ კოლო მუანი და გონსალო რამუში. სერია ა-ს კლუბებს კი ვიქტორის ტრანსფერისთვის საჭირო თანხა არ გააჩნიათ.

შესაძლო ვარიანტი „არსენალიც“ გახლავთ, მაგრამ არა იანვარში. მადრიდის „რეალი“ კი კილიან მბაპეს ელოდება. გასულ ზაფხულს, საუდის არაბეთის წარმომადგენლები 24 წლის თავდამსხმელის შეძენას ცდილობდნენ და 200 მილიონ ევროსაც იხდიდნენ, თუმცა თავად ფეხბურთელს ევროპაში სურს დარჩენა.

მეორეს მხრივ, ჩელსის აქვს თითქმის შეუზღუდავი ბიუჯეტი და სეზონის ცუდი დაწყება იმაზე მეტყველებს, რომ ისინი იანვარში კიდევ უფრო მეტ გაძლიერებას ეცდებიან. აქედან გამომდინარე, Football Italia და Calciomercato თვლის, რომ იანვარში, თუ ოსიმენი „ჩელსიში“ გადავა, ყველაზე ლოგიკური იქნება.“

 

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ბოიკოტს პოლონეთი და ლატვიაც შეურთდნენ - უარი რუსეთთან თამაშს
ბოიკოტს პოლონეთი და ლატვიაც შეურთდნენ - უარი რუსეთთან თამაშს