ანდრეი დემჩენკო
Aa
Aa

დემჩენკოს დაბრუნება გორში - ბათუმის დინამომ დილა დაამარცხა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 21-ე ტურის გამოტოვებული მატჩი გორში შედგა, სადაც „დილამ“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა.

ანდრეი დემჩენკომ თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ პირველად ითამაშა და მნიშვნელოვანი 3 ქულაც მოიპოვა.

მატჩში ანგარიში მე-2 წუთზე გიორგი წიტაიშვილმა გახსნა, რომელმაც ვლადიმერ მამუჩაშვილის პასის შემდეგ ბურთი კარგად დაამუშავა და ზუსტად დაარტყა.

მე-14 წუთზე ბათუმელებმა მეორეც გაიტანეს.  კუთხურის შემდეგ ლევან ხარაბაძემ სხვაობა ორამდე გაზარდა.

მეორე ტაიმში „დილას“ უპირატესობის მიუხედავად გოლი მაინც მათ კარში გავიდა. პაატა ღუდუშაურმა კონტრშეტევისას გორელებს უძლიერესი დარტყმით ლამაზი გოლი გაუტანა.

71-ე წუთზე „დინამო“ კაცნაკლული დარჩა. ვიტინიომ მეორე გაფრთხილება მიიღო და მოედანი დატოვა. მე-80 წუთზე „დილამ“ სარდალიშვილის გოლით ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა მეტი ვეღარ შეძლეს.

დემჩენკოს გუნდი სატურნირო ცხრილს 55 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარს თბილისის „დინამოს“ 7 ქულით უსწრებს. „დილა“ კი 41 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აიაქსის სტაფს და მწვრთნელს მიქაუტაძის ტრანსფერი არ უნდოდათ
აიაქსის სტაფს და მწვრთნელს მიქაუტაძის ტრანსფერი არ უნდოდათ