„ყველაფერი კარგად მიდის“ - დემბელე ფინალში ითამაშებს
„პარი სენ-ჟერმენის“ შემტევმა, უსმან დემბელემ ფრანგულ მედიასთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ 30 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს.
„ყველაფერი ძალიან კარგად მიდის. „პარიზთან“ მატჩში ოდნავ შევშინდი, მაგრამ კარგად ვარ და ფინალში ვითამაშებ. ვიქნები თუ არა 100%-ით მზად? დიახ, ვფიქრობ, ასე იქნება. ამაში ეჭვი არ მეპარება და იმედი მაქვს, 30 მაისს მოედანზე გავალ.
ჩემს კარიერაში ძალიან ბევრი მცირე დაზიანება თუ სერიოზული ტრავმა ყოფილა, როგორც აქ, პსჟ-ში, ისე უფრო ადრეც, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მატჩების წინ, მათ შორის ამ ფინალის წინაც. ვამჯობინე შევჩერებულიყავი და, პირველ რიგში, არ გამერისკა“, - ციტირებს დემბელეს სიტყვებს RMC Sport.
უსმან დემბელემ ტრავმა ლიგა 1-ის ბოლო ტურში, „პარიზის“ წინააღმდეგ მიიღო. ფრანგმა ფეხბურთელმა მოედანი 27-ე წუთზე დატოვა.
მიმდინარე სეზონში დემბელემ ყველა ტურნირზე 39 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 19 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.