დონეცკის შახტარი, ირაკლი აზაროვი, გიორგი გოჩოლეიშვილი
Aa
Aa

პასების 100-პროცენტიანი სიზუსტე - აზაროვისა და გოჩოლეიშვილის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგაზე დონეცკის „შახტარი'' ჰამბურგში „პორტუსთან“ 1:3 დამარცხდა, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ქართველი მცველების, ირაკლი აზაროვისა და გიორგი გოჩოლეიშვილის დებიუტი შედგა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ, ყველა გოლი პირველ ტაიმში გავიდა. აზაროვი თამაშში 65-ე წუთზე ჩაერთო, გოჩოლეიშვილი - 76-ე წუთზე. 

Sofascore-მა აზაროვს 7,0 დაუწერა, რაც „შახტარში“ ცვლილებაზე გამოსულ ფეხბურთელთა შორის საუკეთესო შეფასებაა. აზაროვმა 22 პასი შეასრულა ასპროცენტიანი სიზუსტით, 22-ვე ზუსტი აღმოჩნდა. გოჩოლეიშვილმა 6,8 მიიღო. გოჩოლეიშვილმა 11 პასი შეასრულა და აზაროვის მსგავსად მისი ყველა პასი ზუსტი იყო, მათ შორის ორი გრძელი გადაცემა იყო. აზაროვი ბურთს 22-ჯერ შეეხო, გოჩოლეიშვილი - 14-ჯერ.

ორივე ქართველი ფეხბურთელი თამაშში აქტიურად ჩაერთო, მათ მოქმედებებში მონდომება იგრძნობოდა, თუმცა „შახტარს“ მწვავე შეტევების განხორციელება უჭირდა, „პორტუმ“ უკრაინულ კლუბს აშკარად აჯობა.

ამავე ჯგუფის მეორე მატჩში „ბარსელონამ“ „ანტვერპენი“ 5:0 გაანადგურა.

მეორე ტურში „შახტარი“ „ანტვერპენს“ ესტუმრება, მატჩი 4 ოქტომბერს გაიმართება (20:45).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები