ნაპოლი, ბრაგა
Aa
Aa

“გარსიას ძლიერი გუნდი ჰყავს“ - არტურ ხორხე ნაპოლისთან მატჩამდე

ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის პირველ ტურში, „ნაპოლი“ „ბრაგას“ ესტუმრება. მატჩის წინ, მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა არტურ ხორხემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

არტურ ხორხე:

„ახლა ყველაზე მთავარი ის არის, რომ „ბრაგა“ ფავორიტად არ ითვლება. ჩვენ ეს პოზიცია მოგვწონს, რადგან წნეხის გარეშე ვითამაშებთ. სიურპრიზის შემოთავაზება თავისუფლად შეგვიძლია. ვფიქრობ, ფიზიკური მომზადების და გამძლეობის მხრივ, „ნაპოლისთან“ არანაირი სხვაობა არ გვაქვს.

ძლიერ „ნაპოლის“ ველოდები. ვუყურე მათ ბოლო ორ მატჩს და მიუხედავად შედეგისა, გარსიას გუნდი მაინც ძლიერია. ეს შედეგები არაფერს ნიშნავს. ჩემს გუნდს კი მხოლოდ გამარჯვებისთვის ვამზადებ. ძლიერ ჯგუფში მოვხვდით და თითოეულ ქულას მნიშვნელობა ექნება.

ჩემი ფეხბურთელების ამბიცია მხოლოდ გამარჯვებაა. ამას ყოველთვის ვამბობდი, ვამბობ და ვიტყვი! ხვალ რთული დაპირისპირება გველოდება და ვიმედოვნებ, რომ მშვიდი სულით და ხასიათით შევხვდებით. ასე ყველაფერი უფრო მარტივი გახდება.“

შეგახსენებთ, რომ „ბრაგასა“ და „ნაპოლის“ დაპირისპირება 20 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ძლიერი მენტალიტეტი გვჭირდება“ - ტუხელი მანჩესტერთან მატჩის წინ
“ძლიერი მენტალიტეტი გვჭირდება“ - ტუხელი მანჩესტერთან მატჩის წინ