ხვიჩა კვარაცხელია, ფაბიანო სანტაკროჩე
Aa
Aa

„კვარას ნებისმიერ დროს შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა“ - ნაპოლის ყოფილი მცველი

„ნაპოლის“ ყოფილმა მცველმა, როკე სანტაკროჩემ Otto Channel-თან ინტერვიუს დროს „ნაპოლის“ ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებითაც გამოთქვა თავისი მოსაზრება.

რა თქვა სანტაკროჩემ:

სეზონის დაწყებამდე „ნაპოლიმ“ სამი ვარსკვლავი დაკარგა: კიმი, რომელიც დაცვაში მთავარი ელემენტი იყო, ასევე ჯუნტოლი და სპალეტი. ამ ორის არყოფნა ყველაზე მეტად აისახა კლუბზე.

კვარას შეცვლა? ვერ ვიპოვე ამ შეცვლის ასახსნელად შესაბამისი მიზეზი, უაზრო ცვლილება იყო, თანაც მატჩის მოგების მოტივით. ქართველ ფეხბურთელს წარუმატებელი საღამოს მიუხედავად, ყოველთვის შეუძლია ანთება და ისეთი მომენტის შექმნა, რომელიც თამაშის ბედს გადაწყვეტს. ძერბინი კი მოედანზე იმ შემთხვევაში უნდა შეუშვა, თუ შეხვედრას 3:0-ს იგებ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ჯენუასთან“ მატჩში რუდი გარსიამ 88-ე წუთზე შეცვალა მაშინ, როდესაც ანგარიში 2:2 იყო, ხვიჩამ კი ცვლილებისგან გამოწვეული უკმაყოფილება ამ ჟესტით გამოთქვა.

4 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 7 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება, კვარაცხელიამ კი სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. „ნაპოლი“ მომდევნო შეხვედრას 20 სექტემბერს, ჩემპიონთ ლიგაზე გამართავს. რუდი გარსიას გუნდის მეტოქე პორტუგალიური „ბრაგა“ იქნება. მატჩი საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა და ოსიმენი იზოლირებულები არიან“ - საბატინიმ გარსიას ნაპოლიზე ისაუბრა
„კვარა და ოსიმენი იზოლირებულები არიან“ - საბატინიმ გარსიას ნაპოლიზე ისაუბრა