გიორგი მიქაუტაძე, ამსტერდამის აიაქსი, კარიმ ელ აჰმადი
Aa
Aa

„მიქაუტაძე ძალიან ცუდად შემოვიდა“ - ელ აჰმადიმ აიაქსის ფეხბურთელები გააკრიტია

ნიდერლანდების ჩემპიონატის მე-4 ტურში, „ტვენტესთან“ 3:1 მარცხის შემდეგ, ვეტერანმა მაროკოელმა ფეხბურთელმა, კარიმ ელ აჰმადიმ, რომელიც წლების განმავლობაში „ფეინოორდისა“ და „ტვენტეს“ ღირსებას იცავდა, „აიაქსის“ ფეხბურთელები და მათ შორის გიორგი მიქაუტაძე მკაცრად გააკრიტიკა.

რას ამბობს ელ აჰმადი:

შესაძლოა, ეს მარცხი ტაქტიკური ცდომილებისგან განპირობებული არ ყოფილა, მაგრამ ზოგიერთ ფეხბურთელში ხარისხის ნაკლებობა ნამდვილად იგრძნობოდა. პირველ ტაიმში, სივერტ მანსვერკის თამაშმა შოკში ჩამაგდო, მიქაუტაძე ძალიან ცუდად შემოვიდა და არც აკპომს უთამაშია კარგად.

„აიაქსს“ აშკარად სხვაგვარად მოუწევს თამაში იმ რესურსის გათვალისწინებით, რომელიც ახლა შტეინს აქვს. მას არ ჰყავს ისეთი მოთამაშეები, რომლებსაც უკნიდან შეუძლიათ შესაბამის დონეზე თამაში. ამის გამო, მოუწევს, რომ ძირითადად დაცვითი სტილით ითამაშონ და შეტევაში აკპომის და ბრობის იმედად იყოს. ასეთ დროს გრძელ პასებზე უნდა გაამახვილოს ყურადღება, ეს კი ჯერჯერობით არ ჩანს.

შეგახსენებთ, რომ „ტვენტეს“ წინააღმდეგ გიორგი მიქაუტაძე მოედანზე 64-ე წუთიდან გამოჩნდა, თუმცა, შედეგიანი მოქმედება და საგოლე მომენტი არ ჰქონია.

4 ტურის შემდეგ „აიაქსს“ 5 ქულა აქვს და ერედივიზონის სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზე იმყოფება. ამსტერდამელები მომდევნო შეხვედრას 21 სექტემბერს, ევროპა ლიგაზე გამართავენ. გიორგი მიქაუტაძის გუნდის მეტოქე „მარსელი“ იქნება. მატჩი საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მორიგი კარგი მატჩი - ლოჩოშვილი ერთ-ერთი საუკეთესო იყო
მორიგი კარგი მატჩი - ლოჩოშვილი ერთ-ერთი საუკეთესო იყო