მეცი, გიორგი მიქაუტაძე, პაპუ გომესი
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონი მიქაუტაძის შემცვლელად? - მეცმა ახალი ვარიანტი იპოვა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი მიქაუტაძის ყოფილი კლუბი, „მეცი“ 22 წლის ქართველის შემტევს აქტიურად ეძებს და როგორც ფრანგული მედია იტყობინება, მათ შემცვლელი არგენტინის ნაკრებში იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგული კლუბის მთავარი მწვრთნელი, ლასლო ბოლონი ხელმძღვანელებს მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის, პაპუ გომესის მოყვანას სთხოვს. 35 წლის ფეხბურთელს „სევილიასთან“ კონტრაქტი გასული სეზონის დასრულების შემდეგ ამოეწურა და ამ დრომდე ახალი კლუბის ძიებაშია. „მეცის“ ხელმძღვანელებს კი სურთ, რომ პაპუ გომესის გარშემო შექმნილი მდგომარეობით ისარგებლონ და არგენტინელი საკუთარ რიგებში იხილონ.

როგორც იწერება, პაპუ გომესის დამატებაზე თურქული კლუბიც მუშაობს და „მეცს“ კონკურენციის გაწევა სავარაუდოდ  „კარაგიუმრიუკთან“ მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე „მეციდან“ ამსტერდამის „აიაქსში“ სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე რამდენიმე საათით ადრე გადავიდა. ამსტერდამელებს ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი 19 მილიონი ევრო დაუჯდათ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ნეიმარმა პელეს რეკორდი მოხსნა - ბრაზილიამ ბოლივია დაამარცხა
ნეიმარმა პელეს რეკორდი მოხსნა - ბრაზილიამ ბოლივია დაამარცხა