ლიონელ სკალონი
Aa
Aa

სკალონი: სამხრეთ ამერიკაში საკვალიფიკაციო მატჩები მსოფლიოში ყველაზე რთულია

ლიონელ სკალონი თვლის, რომ სამხრეთ ამერიკაში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩები ყველაზე რთულია.

„მე ჩემი ბიჭების თამაშით ვამაყობ. მათ წარმოუდგენლად ითამაშეს, შესაძლებლობების ზღვრამდე. მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ასე უნდა გვეთამაშა.

ეკვადორი კარგი გუნდია. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მათ ნიდერლანდებს პრობლემები შეუქმნეს. ჩვენი თამაშით კმაყოფილი ვარ, ასევე ფეხბურთელების დამოკიდებულებითა და სურვილით. ჩვენ გამარჯვება უნდა გავაგრძელოთ. ფეხბურთში მთავარია არ შეჩერდე.

მიგვაჩნია, რომ სამხრეთ ამერიკაში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები მსოფლიოში ყველაზე რთულია.

უნდა გვესმოდეს, რომ უძლეველი გუნდი არ ვართ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ისეთივე შრომა, როგორც ეს ეკვადორთან მატჩში გავაკეთეთ“,

- განაცხადა სკალონიმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მორატა მატჩის შემდეგ: „აქ ბევრი ტოპ ნაკრები დაიტანჯება, ბედნიერი ვარ“
მორატა მატჩის შემდეგ: „აქ ბევრი ტოპ ნაკრები დაიტანჯება, ბედნიერი ვარ“