დროგბა: ჩემთვის ყველაზე რთული ოპონენტები ფერდინანდი, ვიდიჩი და პუიოლი იყვნენ
Aa
Aa

დროგბა: ჩემთვის ყველაზე რთული ოპონენტები ფერდინანდი, ვიდიჩი და პუიოლი იყვნენ

ლონდონის „ჩელსის“ ყოფილმა თავდამსხმელმა დიდიე დროგბამ, „BT Sport“-ის ეთერში ინტერვიუ რიო ფერდინანდს მისცა. ერთ-ერთ კითხვაზე, თუ ვისთან გამკლავება უჭირდა ყველაზე მეტად მას მოედანზე, დროგბამ ფერდინანდი, ვიდიჩი და კარლეს პუიოლი დაასახელა.

„ყველაზე რთული ოპონენტები? მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს მოთამაშეები შენ და ვიდიჩი იყავით. „მანჩესტერ იუნაიტედის“ კარში გოლების გატანა ძალიან მიჭირდა, თუმცა როდესაც ამას ვაკეთებდი, ძალიან ბედნიერი ვიყავი რადგან ვგრძნობდი, რომ იმ მომენტში მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მცველებს ვაჯობე. ინგლისის ფარგლებს გარეთ, კარლეს პუიოლს გამოვყოფდი. იგი უდიდესი მცველი იყო და მისთვის გვერდის ავლა წარმოუდგენელ სირთულეებთან ასოცირდებოდა“ - განაცხადა დიდიე დროგბამ რიო ფერდინანდთან ინტერვიუში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები