ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

შეთანხმება კვლავ ვერ ხერხდება - ჯუღელი და დე ლაურენტისი ერთმანეთს არ შეხვდნენ

კვარაცხელიასა და „ნაპოლის“ შორის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები კვლავ ჩიხშია შესული და კონკრეტული ამ დრომდე არაფერია.

Calciomercato-ს ცნობით, ხვიჩას აგენტი მამუკა ჯუღელი „ნაპოლი“ „ლაციოს“ მატჩს დაესწრო, თუმცა დე ლაურენტისთან არ უსაუბრია. მოლოდინი კი ყველას ჰქონდა, რომ საბოლოო შეხვედრა შედგებოდა.

წყაროს ცნობით, მოლაპარაკებებში არანაირი პროგრესი არ არის და ჯუღელი კვარაცხელიასთან ერთად საქართველოში გაემგზავრა.

ხვიჩას კონტრაქტი ძალაში 2027 წლამდეა. მისი ანაზღაურება დაახლოებით 1.4 მილიონი ევროა (ბონუსების ჩათვლით). კვარა და ჯუღელი თანხის 5 მილიონამდე გაზრდას ითხოვენ, ასევე ბონუსებსაც.

Corriere dello Sport-ი წერს, რომ „ლაციო“ „ნაპოლის“ შეხვედრამდე ჯუღელი და დე ლაურენტისი ერთ სასტუმროში იმყოფებოდნენ, თუმცა მათ შორის შეხვედრა მაინც არ შემდგარა.

მოლაპარაკებები სავარაუდოდ სანაკრებო პაუზის შემდეგ გაგრძელდება. იტალიური პრესა ვარაუდობს, რომ ხვიჩას არასახარბიელო ფორმა შესაძლოა კლუბთან არსებული გაურკვევლობიდან გამომდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საუკეთესოები არიან და წერტილი“ - ანჩელოტი თავის ნახევარმცველებს აქებს
„საუკეთესოები არიან და წერტილი“ - ანჩელოტი თავის ნახევარმცველებს აქებს