გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მამარდაშვილი: კონცენტრაცია დაგვაკლდა, უფრო ძლიერები უნდა დავბრუნდეთ

ლა ლიგის მეოთხე ტურში „ალავესთან“ დრამატული მატჩისა და დასანანი მარცხის შემდეგ, გიორგი მამარდაშვილმა პრესასთან ისაუბრა და განვლილი შეხვედრა შეაფასა.

„მუშაობა უნდა განვაგრძოთ, რათა უფრო ძლიერები დავბრუნდეთ. მხნედ უნდა ვიყოთ, რადგან წინ გრძელი სეზონი გველის, სადაც კარგი და ცუდი მომენტებიც გვექნება. ჩვენ გვაქვს ორი კვირა (სანაკრებო პაუზა) დასაფიქრებლად და ძალების აღსადგენად.

ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერა გვჭირდება. დარწმუნებული ვარ, რომ პაუზის შემდეგ უფრო ძლიერები დავბრუნდებით.

დღევანდელ შეხვედრაში ვფიქრობ, კონცენტრაცია დაგვაკლდა. ეს რთულად სათამაშო მოედანია და აქ კონცენტრაცია მნიშვნელოვანია“.

- განაცხადა მამარდაშვილმა, რომელმაც როგორც ვიდეოდან ჩანს, ესპანური ენა საკმაოდ კარგად ისწავლა.

„ვალენსია“ 4 ტურის შემდეგ ლა ლიგაში 6 ქულით მე-11 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ორივე სასტარტოში იყო - ალთუნაშვილის მარცხი და ქოჩორაშვილის ფრე
ორივე სასტარტოში იყო - ალთუნაშვილის მარცხი და ქოჩორაშვილის ფრე