საბა ლობჟანიძე
Aa
Aa

შორეული გასროლა და გოლი - ლობჟანიძის მაგარი მატჩი MLS-ში

MLSის მორიგ ტურში, „ატლანტა იუნაიტედი“ „დალასს“ ესტუმრა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა, თუმცა ქართველი გულშემატკივრებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტი დაფიქსირდა.

ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა საბა ლობჟანიძე, რომელმაც გულშემატკივრებს თავი აქტიური თამაშით და გატანილი გოლით დაამახსოვრა.

ანგარიში მასპინძლებმა მე-4 წუთზე გახსნეს. თავი არიოლამ გამოიჩინა. პირველი ტაიმის მიწურულს, ჯიაკუმაკისმა წონასწორობა აღადგინა.

მეორე ტაიმი „ატლანტამ“ აქტიურად დაიწყო და საქმეში საბა ჩაერთო. ქართველმა შემტევმა მარცხენა ფეხით, შორეული გასროლით მასპინძელთა კარი აიღო და საკუთარი გუნდი დააწინაურა.

„დალასი“ წაგებას არ ეგუებოდა და შეტევაში გააქტიურდა. 62-ე წუთზე კამუნგომ წონასწორობა აღადგინა და მატჩის საბოლოო შედეგი 2:2 დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ საბა ლობჟანიძესთვის ეს დაპირისპირება „ატლანტას“ რიგებში მესამე იყო და გულშემატკივრებს თავი უკვე ორი გოლით დაამახსოვრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოლი და საგოლე პასი - კიტეიშვილმა შტურმს მოაგებინა
გოლი და საგოლე პასი - კიტეიშვილმა შტურმს მოაგებინა