ლაციო, ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

პირველი მარცხი სეზონში - ნაპოლიმ ლაციოსთან წააგო

სერია ა-ს მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. „ნაპოლიმ“ „ლაციოს“ უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 1:2 დამარცხდა.

ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა და საკმაოდ აქტიურიც იყო. რუდი გარსიამ ქართველი ფეხბურთელი 66-ე წუთზე გაიყვანა. იქამდე კი კვარა მეტოქის მცველებს მოდუნების საშუალებას არ აძლევდა.

„ჯვაროსნების“ შემტევს რამდენიმე კარგი მომენტი ჰქონდა, თუმცა რიგ ეპიზოდში შეტევა ვერ დააგვირგვინა. საერთო ჯამში მისი თამაში დადებითად ფასდება.

ანგარიში 30-ე წუთზე ეფექტური გოლით ლუის ალბერტომ გახსნა, რასაც ზუსტად 2 წუთში ზიელინსკიმ უპასუხა და წონასწორობა აღადგინა. პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა.

მეორე ნახევარში მატჩი უფრო დინამიკური გახდა. მომენტებს ორივე გუნდი ქმნიდა, თუმცა გოლი მხოლოდ სარის შეგირდებმა გაიტანეს. 52-ე წუთზე თავი კამადამ გამოიჩინა.

ცნობისთვის, ამ მატჩის შემდეგ, „პარტენოპეის“ 6 ქულა დარჩა და ჯერჯერობით სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში „ნაპოლი“ „ჯენოას“ ესტუმრება. აღნიშნული დაპირისპირება 16 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.

კვარაცხელიას ყველა მომენტი "ლაციოსთან"

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოლი და საგოლე პასი - კიტეიშვილმა შტურმს მოაგებინა
გოლი და საგოლე პასი - კიტეიშვილმა შტურმს მოაგებინა