ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

“დიდებული იყო“ - AS მამარდაშვილზე

„ვალენსია“ „ალავესთან“ 0:1 დამარცხდა, მაგრამ გიორგი მამარდაშვილს გამორჩეული მატჩი ჰქონდა.

ქართველმა მეკარემ ზედიზედ ორი პენალტი მოიგერია. მატჩის დასრულების შემდეგ, ესპანურმა AS-მა გიორგიზე დაწერა.

AS:

„გიორგიმ პენალტი ორჯერ მოიგერია და ეს დიდებული იყო. პენალტი მეორედ მსაჯმა დანიშნა, რადგან საჯარიმოში ფეხბურთელი შეიჭრა. ამ მომენტის შემდეგ, მამარდაშვილი არაფერში აღარ ჩარეულა. გოლი საკუთარი ფეხბურთელისგან მიიღო და უშანსოდ იყო.“

ცნობისთვის, ამ წაგების შემდეგ, „ღამურებს“ 6 ქულა დარჩათ და ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მე-10 პოზიციაზე დაქვეითდნენ. შეგახსენებთ, „ვალენსია“ შემდეგ ტურში მადრიდის „ატლეტიკოს“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზურიკოს საგოლე პასი - ბორდო ოსერთან დამარცხდა
ზურიკოს საგოლე პასი - ბორდო ოსერთან დამარცხდა