იკარდიმ ტრავმა მიიღო - არგენტინა ცენტრფორვარდის გარეშე რჩება
Aa
Aa

იკარდიმ ტრავმა მიიღო - არგენტინა ცენტრფორვარდის გარეშე რჩება

დღეს ღამით, არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გადამწყვეტ მატჩს ჩაატარებს. ხორხე სამპაოლის გუნდი ბუენოს აირესში პერუს უმასპინძლებს.

მატჩის წინ, "ალბისელესტე" დიდი პრობლემის წინაშე დადგა. ვარჯიშზე დისკომფორტი იგრძნო მაურო იკარდიმ, რომელიც დღევანდელ მატჩში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.

არგენტინელები ფორვარდის გარეშე რჩებიან. როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ ავარიაში მოხვედრილი სერხიო აგუერო 2 თვით იუქმებს. გონსალო იგუაინს კი სამპაოლი აღარ ენდობა და ის განაცხადს მიღმაა. ასევე, მცირე ტრავმა აქვს ანხელ დი მარიასაც, რომელმაც "პსჟ"-ს რიგებში სულ რამდენიმე წუთი ითამაშა და სათანადო ფორმაში არ იმყოფება.

როგორც ხორხე სამპაოლიმ განაცხადა, ძირითად შემადგენლობაში იკარდის ადგილს "ბოკა ხუნიორსის" ფორვარდი დარიო ბენედეტო დაიკავებს, რომელიც "ბოკაში" 2016 წლიდან ასპარეზობს და 30 მატჩში მის ანგარიშზე 26 გოლია.

შეგახსენებთ, რომ არგენტინისა და პერუს დაპირისპირება თბილისის დროით 03:30 საათზე დაიწყება.

არგენტინელთა განაცხადი ასე გამოიყურება:

მეკარეები: სერხიო რომერო (“მანჩესტერი”, ინგლისი), ნაუელ გუზმანი (“ტიგრესი”, მექსიკა), აგუსტინ მარკესინი (“ამერიკა”, მექსიკა)

მცველები: ფედერიკო ფაციო (“რომა”, იტალია), ემანუელ მამანა (“ზენიტი”, რუსეთი), ხერმან პეცელა (“ფიორენტინა”, იტალია), ხავიერ მასკერანო (“ბარსელონა”, ესპანეთი), ნიკოლას ოტამენდი (“სიტი”, ინგლისი), გაბრიელ მერკადო (“სევილია”, ესპანეთი)

ნახევარმცველები: ხავიერ აკუნია (“სპორტინგი”, პორტუგალია), ანხელ დი მარია (პსჟ, საფრანგეთი), ლუკას ბილია (“მილანი”, იტალია), ლეონარდო პარედესი (“ზენიტი”, რუსეთი), ევერ ბანეგა (“სევილია”, ესპანეთი), ალეხანდრო გომესი (“ატალანტა”, იტალია), ედუარდო სალვიო (“ბენფიკა”, პორტუგალია), ემილიანო რიგონი (“ზენიტი”, რუსეთი)

თავდამსხმელები: ლიონელ მესი (“ბარსელონა”, ესპანეთი), დარიო ბენედეტო (“ბოკა ხუნიორსი”, არგენტინა), პაულო დიბალა (“იუვენტუსი”, იტალია)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები