გიორგი ბეჟანიშვილი
Aa
Aa

გიორგი ბეჟანიშვილი ტაივანის ჩემპიონატში ითამაშებს

ქართველი კალათბურთელი, გიორგი ბეჟანიშვილი კანადიდან კარიერას ტაივანის საკალათბურთო ჩემპიონატში გააგრძელებს. 24 წლის მძიმე ფორვარდი „ფორმოზა დრიმერსში“ ითამაშებს. ინფორმაცია ტაივანურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

გიორგი ბეჟანიშვილი თავდაპირველად გუნდთან ერთად წინასასეზონო მოსამზადებელ ეტაპში მიიღებს მონაწილეობას. ქართველ კალათბურთელს ტაივანში სექტემბრის დასაწყისში ელოდებიან.

„ფორმოზა დრიმერსი“ ბეჟანიშვილის კომენტარს ავრცელებს:

ვიცი, რომ „დრიმერსი“ ერთიანი, ძლიერი გუნდია, რომელიც ჩემს სათამაშო სტილს ემთხვევა. მოუთმენლად ველი გუნდთან ერთად ვარჯიშის დაწყებას.

ბავშვობიდან ბევრ ქვეყანაში ვცხოვრობდი, ამიტომ ადაპტირებაზე არ ვდარდობ. მსმენია, რომ ტაივანელი ხალხი ენთუზიასტები არიან. მზად ვარ ტაივანური კულტურის შესასწავლად და „დრიმერსის“ ფანებთან შესახვედრად.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ბეჟანიშვილი 2018-2021 წლებში NCAA-ში, ილინოისის უნივერსიტეტში თამაშობდა. 2021 წლიდან დღემდე, 24 წლის კალათბურთელი NBA-ის განვითარების ლიგაში გამოდიოდა, სადაც „გრანდ რაპიდს გოლდის“, „კოლეჯ პარკ სკაიჰოუკსის“, „გუელფ ნაითჰოუკსის“ და ბოლოს „ვანკუვერ ბანდიტსში“ თამაშობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები