ოფიციალურად - საბა საზონოვი ტორინოს ფეხბურთელია
იტალიურმა „ტორინომ“ საქართველოს ნაკრების მცველის, საბა საზონოვის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
ცოტა ხნის წინ, კლუბის ვებგვერდზე გავრცელდა ვიდეო, რომელსაც საქართველოს დროშა აქვს დართული, ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ 21 წლის მცველმა ტურინულ გუნდთან მოლაპარაკებები დაასრულა.
????️????????#SFT pic.twitter.com/dsJhxsZdUH
— Torino Football Club (@TorinoFC_1906) August 31, 2023
გავრცელებული ინფორმაციით, „ტორინო“ მოსკოვის „დინამოს“ ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ 3 მილიონ ევროს გადაუხდის. ასევე, გუშინ იტალიურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც საბა საზონოვი სამედიცინო შემოწმების გასავლელად ემზადებოდა და როგორც დღეს იწერება, ყველაფერი წარმატებით დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვი სანქტ-პეტერბურგის „ზენიტის“ აღზრდილია, თუმცა, პროფესიონალური კარიერა მოსკოვის „დინამოში“ აქვს გატარებული. ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი კვერნაძის შემდეგ, საზონოვი მესამე ქართველი იქნება, რომელიც მიმდინარე სეზონში სერია A-ში ითამაშებს.