ბაიერნი, ინტერი, ბენჟამინ პავარი
Aa
Aa

ოფიციალურად - პავარი ინტერის ფეხბურთელია

ბენჟამინ პავარის საგა დასრულებულია. ფრანგი უკანახაზელი „ინტერის“ ფეხბურთელია. ამის შესახებ ინფორმაციას „ნერაძურის“ ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ პავარს დიდი ხნის განმავლობაში სურდა „რეკორდმაისტერის“ დატოვება, თუმცა პროცესი გაჭიანურდა. ბოლოს ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ ის ვარჯიშებზე აღარ მივიდა.

ასევე, ბენჟამინს „მანჩესტერ იუნაიტედს“ უკავშირებდნენ. მისი გადაბირება პირადად ერიკ ტენ ჰაგს სურდა, მაგრამ თავად ფეხბურთელმა გეზი „ინტერისკენ“ აიღო.

პავარი მილანურ კლუბს 30 მილიონი ევრო დაუჯდა. ჯამში კი ბონუსების ჩათვლით „ბაიერნი“ დამატებით 2 მილიონ ევროს მიიღებს. მოთამაშესა და გუნდს შორის 5-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

შეგახსენებთ, რომ ფრანგი ფეხბურთელი მიუნხენურ გრანდს 2018 წელს „შტუტგარტიდან“ შეუერთდა. ჯამში პავარმა „ბაიერნის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 163-ჯერ მოირგო, 12 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“პსჟ-ში ვეღარ ითამაშებ“ - ლუის ენრიკემ ვერატის წასვლისკენ მიუთითა
“პსჟ-ში ვეღარ ითამაშებ“ - ლუის ენრიკემ ვერატის წასვლისკენ მიუთითა