ბაიერნი, ინტერი, ბენჟამინ პავარი
Aa
Aa

ბოლო 3 ვარჯიში გააცდინა - პავარი ბაიერნიდან წასვლას ყველა გზით ცდილობს

მიუნხენის „ბაიერნსა“ და ბენჟამინ პავარს შორის ურთიერთობა დაიძაბა. BILD-ის ინფორმაციით, ფრანგი ფეხბურთელი ბოლო 3 ვარჯიშზე თვითნებურად არ გამოცხადდა. ამ საკითხზე კი პავარმა გუნდის ხელმძღვანელობა საქმის კურსში არ ჩააყენა.

წყაროს ცნობით, „ბაიერნი“ ბენჟამინს ბუნდესლიგის მორიგ ტურში „აუგსბურგის“ წინააღმდეგ აღარ გამოიძახებს. ამ ყველაფრის სათავე კი „ინტერიდან“ მოდის.

დიდი ხანია „ნერაძურის“ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონის გადაბირება სურს, მაგრამ გუნდები სატრანსფერო ღირებულებაზე ვერ თანხმდებიან.

პავარის საქციელის შემდეგ, „რეკორდმაისტერი“ მის გაშვებას შესაძლოა დათანხმდეს, მაგრამ ეს იმაზე იქნება დამოკიდებული მოასწრებს, თუ არა ტუხელის გუნდი მისი შემცვლელის მოძიებას.

Football Italia წერს, რომ გერმანული გიგანტი პავარის შემცვლელად ტრევო ჩალობას და ლუცარელ გირტრედას მოიაზრებს. სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე 4 დღე დარჩა და ყველაფერი სულ მალე გაირკვევა. ერთი რამ ნათელია - პავარს „ბაიერნში“ დარჩენა აღარ სურს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მბაპე დემბელეს: “ბარსადან გადმოხვედი, რატომ არ მღერი?“
მბაპე დემბელეს: “ბარსადან გადმოხვედი, რატომ არ მღერი?“