რონალდინიო
Aa
Aa

მორიგი პრობლემა კანონთან - რონალდინიოს კვლავ პატიმრობა ემუქრება

ლეგენდარულ რონალდინიოს კანონთან კვლავ პრობლემები აქვს და თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ესპანური Sport-ის ცნობით, რონალდინიოს ბრალი თაღლითობაში წაუყენეს.

წყაროს თანახმად, „გაუჩო“ ეჭვმიტანილია თაღლითობაში, რომელიც კომპანია 18kRonaldinho-ს ბრალდება.

ხსენებული კომპანია კლიენტებს დაჰპირდა, რომ დღეში 2%-ზე მეტ მოგებას ნახავდნენ ისინი, ვინც მინიმუმ 30 დოლარის ინვესტიციას ვირტუალურ ვალუტაში (ბიტკოინები) ჩადებდნენ. თუმცა, მეანაბრეებს არანაირი მოგება არ მიუღიათ.

კომპანიის წინააღმდეგ ჯგუფური სარჩელი აღიძრა, მორალური და მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად 300 მილიონი რეალის (დაახლოებით 61,2 მილიონი დოლარის) მოთხოვნით.

რონალდინიოს დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ მათი კლიენტი ამ კომპანიის „მსხვერპლი“ იყო, რომელმაც მისი სურათი და სახელი მისი შესაბამისი ნებართვის გარეშე გამოიყენა.

შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბრაზილიელს კანონთან პრობლემები აქვს. 2020 წელს რონალდინიო პარაგვაის პოლიციამ ქვეყანაში ყალბი პასპორტით შესვლისთვის დააკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
GAZZETTA: „კვარას მოთხოვნები ოსიმენის ხელფასზეა დამოკიდებული“
GAZZETTA: „კვარას მოთხოვნები ოსიმენის ხელფასზეა დამოკიდებული“