ნეიმარი, პოლ ბრაიტნერი
Aa
Aa

„მადლობა საუდელებს, რომ ეს ბაცილა მოგვაშორეს“ - ბრაიტნერი ნეიმარზე

1972 წლის ევროპისა და 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონმა გერმანელმა პოლ ბრაიტნერმა, საუდის არაბეთს მადლობა გადაუხადა, რომ მათ ნეიმარი შეიძინეს და ევროპას მოაშორეს.

„მადლობა ძვირფას საუდელებს, რომ ბატონი ნეიმარი იყიდეს, ერთ-ერთი უდიდესი მსახიობი, მისი ჟესტებითა და დრამატიზმით, მარცხენა ფლანგზე მყოფი ბაცილა. ამიერიდან ჩვენ ამ ყველაფრის ატანა აღარ მოგვიწევს.

რას აკეთებენ ისინი (რონალდუ, მანე და სხვა ვარსკვლავები) იქ? მთელი ამდენი ფულით. საუდის არაბეთში იმავეს აკეთებენ, რასაც ამერიკელები 70-იან წლებში შვებოდნენ - ფეხბურთელებს გიჟური თანხებით იფორმებენ“.

- ამბობს „ბაიერნის“ ლეგენდარული გერმანელი ნახევარმცველი.

ნეიმარმა „ალ-ჰილალთან“ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამ პერიოდში ბრაზილიელი მხოლოდ ხელფასის სახით 160 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ასევე, ყოველ მოგებულ მატჩზე ნეიმარის ბონუსი 80 000 ევრო იქნება. ნეიმარი სოციალურ მედიაში საუდის არაბეთის შესახებ გამოქვეყნებული ყველა პოსტისთვის 500 000 ევროს მიიღებს.

მისთვის დაუშვეს გამონაკლისი და ნეიმარს მეგობარ გოგოსთან ერთად ცხოვრება შეეძლება. საუდის არაბეთში ქორწინების გარეშე ქალთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება აკრძალულია.

ასევე ეყოლება პირადი თვითმფრინავი და დიდ სახლში იცხოვრებს. ჯამში 2 სეზონში ბრაზილიელი 400 მილიონ ევრომდე გამოიმუშავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ესპირიტუ სანტუ: “ბენზემა ჩემს სათამაშო სტილში არ ჯდება“
ესპირიტუ სანტუ: “ბენზემა ჩემს სათამაშო სტილში არ ჯდება“