მერაბ დვალიშვილი, ალჯამეინ სტერლინგი, შონ ომალი
Aa
Aa

„ალჯომ ომალისთან რემატჩი უნდა გამართოს“ | მერაბ დვალიშვილმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა სამომავლო გეგმებზე Full Send MMA-სთან ისაუბრა. სუპერ მსუბუქ წონით დივიზიონს, რომელშიც „მანქანა“ გამოდის, შონ ომალის სახით, ახალი ჩემპიონი ჰყავს. მან მერაბის ახლო მეგობარი, ალჯამეინ სტერლინგი დაამარცხა და დვალიშვილის თქმით, „ალჯომ“ მასთან რემატჩი უნდა გამართოს.

„ალჯამეინ სტერლინგის შემდეგ, სატიტულო ბრძოლის მიღების მთავარი პრეტენდენტი ვარ. ალჯომ რემატჩი უნდა გამართოს და ომალისთან ქამრისთვის კიდევ ერთხელ იჩხუბოს. სტერლინგის შემდეგ, პირველი ვარ და 1 წელიც რომ მომიწიოს, საჩემპიონო ქამრისთვის ჩხუბს დაველოდები“.

Full Send MMA-ის შეკითხვა: „ამჟამინდელი ვითარებით, ჰენრი სეხუდოსთან ჩხუბით დაინტერესებული აღარ ხარ და საჩემპიონო ბრძოლის მიღება გინდა?“

„კი, ასეა. როგორც კი ალჯო საქმეს მოაგვარებს და ომალის დაამარცხებს, ქვემსუბუქ წონით დივიზიონში ავა და ტიტულისთვის ვიჩხუბებ. 1 წელი ან უფრო მეტიც რომ მომიწიოს ლოდინი, სატიტულო ბრძოლას დაველოდები. ლეონ ედვარდსის მსგავსად მოვიქცევი. ის არავის ეჩხუბა, შემდეგ კი საჩემპიონო ბრძოლა მიიღო. ვიცი, რომ მებრძოლები ვართ, მაგრამ ფინანსურად კარგ მდგომარეობაში ვიმყოფები და ფულის გამო ჩხუბს არ ვაპირებ. 2 წელიც რომ მომიწიოს, ჩემს შანსს დაველოდები“.

ცნობისთვის, ამერიკულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სტერლინგს რემატჩი მარცხისთანავე შესთავაზეს. „ალჯომ“ განაცხადა, რომ ომალისთან კიდევ ერთი ბრძოლის გამართვა სურს და ნაკლებად სავარაუდოა, „მანქანამ“ ტიტულის მოპოვების შანსი უახლოეს პერიოდში მიიღოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დამშვიდდი, თორემ სეხუდოსთან, ან დევისთან ვიჩხუბებ“ - ომალიმ დვალიშვილი ისევ არ ახსენა
„დამშვიდდი, თორემ სეხუდოსთან, ან დევისთან ვიჩხუბებ“ - ომალიმ დვალიშვილი ისევ არ ახსენა