გიორგი ჩიტაური, საქართველოს 17-წლამდე ნაკრები, ვახტანგ სალია
Aa
Aa

სალიას გოლი - 17-წლამდე ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა

პოლონეთში, ვარშავაში, 17-წლამდე ნაკრებებს შორის საერთაშორისო ტურნირი იმართება. სირენკას თასზე საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა პირველი მატჩი რუმინეთთან გამართა.

ანგარიში მე-15 წუთზე დავიდ პოპამ გახსნა. 21-ე წუთზე ვახტანგ სალიამ ანგარიში გაათანაბრა. 65-ე წუთზე ბოგდან ბუშემ რუმინეთი დააწინაურა და საბოლოოდ რუმინელებმა 3:1 მოიგეს.

მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჩიტაურმა საქართველოს 17-წლამდე ნაკრები შემდეგი შემადგენლობით ათამაშა:

ასანიძე, ხარებაშვილი, ამისულაშვილი, გვასალია, სურგულაძე (რატიანი 60), წულაია, დანელია (ხოროიშვილი 60), სალია, ჩიქოვანი (ჩუბინიძე 60), ლაშხია, დოლტმურზიევი

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები 22 აგვისტოს პოლონეთს შეხვდება, 24 აგვისტოს - უელსს.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრების 25-კაციანი განაცხადი სირენკას თასზე

მეკარეები: საბა ასანიძე (სულაქველიძის აკადემია), სანდრო დადეშქელიანი (დინამო ბათუმი), საბა ტარტარაშვილი (დინამო თბილისი).

მცველები: საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი), გიგი გლუნჩაძე (დინამო თბილისი), ალექსანდრე ამისულაშვილი (საბურთალო), დაჩი გოგოლი (სელერო), გიორგი გვასალია (დინამო თბილისი), ანდრია ხოროიშვილი (დინამო თბილისი).

ნახევარმცველები: ნიკოლოზ სურგულაძე (საბურთალო), ნიკოლოზ ჩიქოვანი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ელისაშვილი (დინამო თბილისი), ლუკა წულაია (დინამო თბილისი), რეზი დანელია (დინამო თბილისი), გიორგი გონსალვეშ-ჩუბინიძე (ბორნმუთი, ინგლისი), ალექსანდრე ქუთათელაძე (მონაკო, საფრანგეთი), დავით გოგილაშვილი (საბურთალო), ლუკა ლაშხია (მარტვილი), სანდრო რატიანი (საბურთალო), ნიკოლას ჯეჯეია (სანტა კუგატი, ესპანეთი), ლუკა კვაშილავა (კოლხეთი 1913).

თავდამსხმელები: ვახტანგ სალია (დინამო თბილისი), ჰალიდ დოლტმურზიევი (ბრიუგე, ბელგია), თორნიკე გულიაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი მჟავანაძე (საბურთალო).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები