Aa
Aa

"ბარსა" პრემიერლიგაში? არსენ ვენგერის საინტერესო კომენტარი

კატალონიის შესაძლო დამოუკიდებლობა ბოლო დღეების მთავარი თემაა. თუ, რეგიონი ესპანეთს გამოეყოფა, მაშინ "ბარსას" ლა ლიგაში აღარ დაედგომება.

ევროპულ მედიაში გავრცელდა ვერსიები, რომ "ბლაუგრანას" სამი ვარიანტი აქვს: საფრანგეთი, იტალია და ინგლისი.

ამ თემასთან დაკავშირებით, ლონდონის "არსენალის" ფრანგმა თავკაცმა არსენ ვენგერმა Marca-სთან ისაუბრა.

"თუ, "ბარსელონა" პრემიერ ლიგას შემოუერთდება და აქ იასპარეზებს, მაშინ კატალონიურ ენას ვისწავლი. არ მიმაჩნია, რომ მოვლენები ასე შორს წავა და ამის აუცილებლობა დადგება. თუმცა, თუ კატალონიელები შემოგვიერთდებიან, ამ შემთხვევაში ჩემპიონობისთვის ბრძოლა იმაზე გაცილებით რთული იქნება, ვიდრე ახლაა. თუ, პრემიერ ლიგა გაფართოვდება, მაშინ 20 გუნდიანი სისტემის შეცვლა მოგვიწევს. ვფიქრობ 24 გუნდიანი ჩემპიონატი ყველაზე მისაღები იქნება. არ მიმაჩნია, რომ აუცილებლად "ბარსელონა" უნდა დაგვემატოს. თუ, გაფართოებაზე მიდგება საქმე, უმჯობესია აქვე ახლოდან, შოტლანდიური გუნდებით დავიწყოთ. მაგრამ, "ბარსას" ჩვენთან ერთად ასპარეზობა რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო იქნებოდა".

შეგახსენებთ, რომ კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი უკვე შედგა და მოსახლეობის 90% ესპანეთიდან გამოყოფას ითხოვს. თუმცა, ეს ყველაფერი კანონგარეშეა. საბოლოო გადაწყვეტილებას ესპანეთის მთავრობა მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები