თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი, სანდრო მამუკელაშვილი, ილიას ზუროსი
Aa
Aa

“იმედი, კითხვა და შიში“ - FIBA-ს ვრცელი სტატია საქართველოს ნაკრებზე

სულ მალე საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყება, სადაც მონაწილეობას საქართველოც მიიღებს. პერიოდულად, FIBA გულშემატკივრებს სხვადასხვა ნაკრებებს აცნობს და მათზე წერს. დღეს კი საქართველოს ჯერი დადგა.

რას წერს FIBA?

„“ჯვაროსნების“ გუნდში ორი გამორჩეული ლიდერია. თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი. ვეტერანები ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპზე გუნდის ბომბარდირებს შორის იყვნენ. შენგელია საშუალოდ თამაშში 19,5 ქულას და 7,6 მოხსნას აგროვებდა, შერმადინი კი 16,3 ქულას უყრიდა თავს. ეს ყველაფერი კი საქართველოს პირველ მსოფლიოზე ჩემპიონატზე მოხვედრაში დაეხმარა.

ორ ვარსკვლავს ძალზედ ნიჭიერი გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი დაემატებიან. ასევე, საქართველოს რიგებში დუდა სანაძეს, თად მაკფადენს და რატი ანდრონიკაშვილს ვიხილავთ.

კითხვა

რა გავლენას მოახდენს საქართველოზე მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში?

2019 წელს, დებიუტანტი მონტენეგრო 25-ე ადგილზე გავიდა, ხოლო ჩეხეთი მეექვსეზე. მეოთხედფინალში ჩეხეთმა ავსტრალიასთან წააგო. შეძლებს საქართველო სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე მსგავსი შედეგის გამეორებას?

მიუხედავად იმისა, რომ ქართველი კალათბურთელები NBA-ში და ევროპაში თამაშობენ, ერთი პრობლემა შესაძლოა მაინც გაჩნდეს, რომელსაც გამოუცდელობა ჰქვია. ისინი ასეთი დონის ტურნირზე პირველად გამოდიან და საინტერესო იქნება როგორ უპასუხებს საქართველო ამ გამოწვევას?

მსოფლიო ჩემპიონატზე კაბო-ვერდე, ლატვია და სამხრეთ სუდანი სადებიუტო მატჩებს ჩაატარებენ. აქედან გამომდინარე, ამ მხრივ საქართველო მარტო არ არის.

იმედი

ილიას ზუროსის გაწვრთნილ ნაკრებში, მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე მეტ სათამაშო წუთებს თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი მიიღებენ. შერმადინი ლიგა ენდესას MVP გახდა. ყველა სხვა მოთამაშე მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყოს. ლიდერებს დახმარება დასჭირდებათ.

2022 წლის ევრობასკეტზე საქართველოს მამუკელაშვილმა ულიდერა, რომელიც საშუალოდ 15.2 ქულას და 11 მოხსნას აგროვებდა. რაც შეეხება ბითაძეს, ის ყველაზე დიდი მარგი ქმედების კოეფიციენტით იწონებდა თავს - 13.8

გოგა თითოეულ მატჩში საშუალოდ 10 ქულას და 6.8 მოხსნას აგროვებდა. არ უნდა დაგვავიწყდეს ვეტერანი მაკფადენი, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპის ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა. თადმა საშუალოდ 18.8 ქულა, 3.6 მოხსნა და 4.3 შედეგიანი გადაცემა დააფიქსირა.

ეს არის იმედისმომცემი გუნდი, რომელსაც დებიუტანტი საქართველო მსოფლიოს ჩემპიონატზე უნდა დაეყრდნოს.

შიში

საქართველოს ყველაზე მეტად სიღრმის არ არსებობის უნდა ეშინოდეს. ევრობასკეტზე, როდესაც შენგელიამ ტრავმა მიიღო, ლიდერები საკმაოდ დაიტვირთნენ. მაგალითად, მაკფადენი და მამუკელაშვილი პარკეტზე საშუალოდ 35 წუთს ატარებდნენ. მსოფლიო ჩემპიონატი კი დიდ ძალისხმევას და გამძლეობას მოითხოვს.

საქართველო მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველ ორ მატჩს ვენესუელასა და კაბო-ვერდეს წინააღმდეგ გამართავს. ამით კი ზუროსის შეგირდებს ეფექტური დაწყების შანსი აქვთ, მაგრამ თუ საქართველოს წარმატებული კამპანიის წარმოება სურს, სათადარიგოთა სკამზე უნდა იზრუნოს.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ილიას ზუროსმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის საბოლოო შემადგენლობა დაასახელა
ილიას ზუროსმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის საბოლოო შემადგენლობა დაასახელა