გიორგი კვერნაძე, ფროზინონე, ეუსებიო დი ფრანჩესკო
Aa
Aa

დი ფრანჩესკო: კვერნაძეს აქვს თვისებები, რომ შესანიშნავი ფეხბურთელი გახდეს

5 აგვისტოს „ფროზინონე“ მოსამზადებელ წინასასეზონო მატჩში „კოზენცას“ დაუპირისპირდა და ფრედ 3:3 ითამაშა.

მატჩში მონაწილეობა გიორგი კვერნაძემაც მიიღო, რომელიც მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა. 51-ე წუთზე, ქართველს ანგარიშის გაზრდის კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა მისი დარტყმული კარის ძელს მოხვდა. 65-ე წუთზე სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს. 74-ე წუთზე კი ბაეზმა მასპინძლები დააწინაურა. „ფროზინონემ“ მაინც ვერ გაძლო და შეხვედრის მიწურულს ვოკამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

შეხვედრის შემდეგ, პრესასთან „ფროზინონეს“ მთავარმა მწვრთნელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ ისაუბრა, რომელიც კვერნაძის თამაშსაც შეეხო:

„ჩვენ დავიმატეთ მოთამაშე, რომელიც საქართველოდან ჩამოვიდა. მან პოზიციის უკეთ შერჩევა უნდა ისწავლოს. მაგრამ, მას შეუძლია მოედანზე მნიშვნელოვანი იყოს.

რა აკლია კვერნაძეს? მან უნდა გაიგოს, როდის გააკეთოს დრიბლინგი, ეძებოს გამოსავალი, როგორ გავიდეს ერთი-ერთზე. მას აქვს თვისებები, რომ შეძლოს და შესანიშნავი ფეხბურთელი გახდეს. იმედი მაქვს, ეს სასწავლო კურსი ხანმოკლე იქნება. ჩვენ მისი სასურველ კონდიციებში ჩასმა კარგად უნდა მოვახერხოთ.

დღეს ჩემი მიზანი იყო არავინ დაშავებულიყო, თუმცა სამწუხაროდ ასე არ მოხდა“.

- განაცხადა დიფ რანჩესკომ.

შეგახსენებთ, რომ „ფროზინონე“ სერია A-ს 19 აგვისტოს შინ „ნაპოლისთან“ მატჩით დაიწყებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“განსაკუთრებული ფეხბურთელი დავიმატეთ“ - უოტფორდის მწვრთნელზე ჩაკვეზე
“განსაკუთრებული ფეხბურთელი დავიმატეთ“ - უოტფორდის მწვრთნელზე ჩაკვეზე