ლუკა გაგნიძე, საბა საზონოვი
Aa
Aa

საზონოვი: „გაგნიძე ცივსისხლიანია, დიდი მომავალი აქვს“

საქართველოს ნაკრებისა და „დინამო მოსკოვის“ ფეხბურთელმა, საბა საზონოვმა ლუკა გაგნიძეზე ისაუბრა. საზონოვმა თანაგუნდელი დაახასიათა და განაცხადა, რომ გაგნიძეს დიდი მომავალი აქვს.

„ლუკა ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდა ფეხბურთელია. ის ცივსისხლიანია და ბურთით კარგად თამაშობს. ალბათ, ბურთის ართმევისას უფრო აგრესიული უნდა გახდეს, ხოლო სტრესულ სიტუაციებს რაც შეეხება, როცა ბურთთან ერთად შეტევაშია, ყველაფერს ცივსისხლიანივით აკეთებს.

ლუკა, თავისი ტექნიკის წყალობით, შეტევის გასავითარებლად ყოველთვის კარგ ვარიანტებს პოულობს. ვფიქრობ და მჯერა, რომ გაგნიძეს დიდი მომავალი აქვს და ითამაშებს იმ კლუბში, რომელიც მისთვის საოცნებოა“.

შეგახსენებთ, რომ საზონოვს მცირე ტრავმა აწუხებს და რუსეთის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში მონაწილეობა არ მიუღია. გაგნიძეს რაც შეეხება, მან თასზე 58 წუთი ითამაშა, ხოლო „კრასნოდართან“ 3 წუთი დაეთმო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დვალიშვილი თოფურია VS ვოლკანოვსკიზე: „ძალიან მაგარი ჩხუბი იქნება“
დვალიშვილი თოფურია VS ვოლკანოვსკიზე: „ძალიან მაგარი ჩხუბი იქნება“