ნეიმარი:
Aa
Aa

ნეიმარი: "...ის 30 წლის გამოცდილი ფორვარდი გეგონებათ"

"პსჟ"-სა და "ბაიერნს" შორის გამართულ გუშინდელ შეხვედრას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ექსპერტები, ვეტერანი ფებხურთელები, ჟურნალისტები თუ სხვა, ყველა ამ მატჩის ირგვლივ ტრიალებს.

პარიზელთა ბრაზილიელმა ლიდერმა ნეიმარმა, ყურადღება კილიან მბაპეზე გაამახვილა და მის მიმართ აღფრთოვანება ვერ დამალა.

"მბაპე ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ის 30 წლის გამოცდილი ფორვარდი გეგონებათ. ის არის ფეხბურთელი, რომელიც მცველებს დიდ თავსატკივარს უჩენს. ჩემი აზრით, ის ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში ჩაებმება".

შეგახსენებთ, რომ "ბაიერნის" წინააღმდეგ მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო სწორედ მბაპე იყო, რომელმაც მონაწილეობა ორ საგოლე შეტევაში მიიღო და შეხვედრა უმაღლეს დონეზე ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები