სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

მამუკელაშვილმა ცნობილ იუთუბერს ჯეირანში მოუგო და აზიდვები შეასრულებინა

ჯესი რიდელი (Jesser) პოპულარული იუთუბერია, რომელსაც 14.6 მილიონი გამომწერი ჰყავს. მისი ბოლო ვიდეო, რომელიც რამდენიმე საათის წინ გამოაქვეყნა, NBA-ის საზაფხულო ლიგის მატჩებისას არის ჩაწერილი და რიდელი წინასწარ შერჩეულ გამოწვევებს ასრულებს.

ერთ-ერთი გამოწვევა „ჯეირანში“ (rock-paper-scissors) NBA-ის კალათბურთელის დამარცხება გახლდათ. რიდელის პირველი მეტოქე „სან ანტონიო სპურსის“ ქართველი კალათბურთელი, სანდრო მამუკელაშვილი იყო. წაგების შემთხვევაში, „მამუს“ რიდელის ბურთზე ავტოგრაფი უნდა დაეტოვებინა, ხოლო თუ მოიგებდა, ჯესის 10 აზიდვა უნდა შეესრულებინა.

სანდრომ ქაღალდი აირჩია, რიდელმა - ქვა და იძულებული გახდა, აზიდვები გაეკეთებინა. სხვათა შორის, ცნობილი იუთუბერი „ჯეირანს“ სანდროს თანაგუნდელებსაც ეთამაშა და ჯერემი სოხანთან წააგო, დომინიკ ბარლოუ კი დაამარცხა და გამოწვევა შეასრულა.

ცნობისთვის, NBA-ის გასულ სეზონში, მამუკელაშვილმა „სან ანტონიოს“ მაისურით 18 შეხვედრა ჩაატარა და პარკეტზე საშუალოდ 22:50 წუთს ატარებდა. მისი მონაგარი 10.2 ქულა, 6.6 მოხსნა, 2.3 შედეგიანი გადაცემა, 0.6 ჩაჭრა და 0.3 დაფარებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტორპედოს მწვრთნელი: „პირველი წუთიდან შევუტევთ, შედეგი დამოკიდებული მხოლოდ ჩვენზე იქნება“
ტორპედოს მწვრთნელი: „პირველი წუთიდან შევუტევთ, შედეგი დამოკიდებული მხოლოდ ჩვენზე იქნება“