ოფიციალურად: გაბრიელ სიგუა ბაზელის ფეხბურთელია
გაბრიელ სიგუა თბილისის „დინამოდან“ შვეიცარიულ „ბაზელში“ გადავიდა. 18 წლის ქართველმა ტალანტმა „ბაზელთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, შვეიცარიულ გუნდში 2028 წლის ზაფხულამდე ითამაშებს. ინფორმაცია „ბაზელმა“ ოფიციალურად დაადასტურა.
???? Sali Gabriel ????????
— FC Basel 1893 (@FCBasel1893) July 25, 2023
Der 18-jährige Mittelfeldspieler Gabriel Sigua wechselt vom georgischen Traditionsclub Dinamo Tiflis per sofort zum FC Basel 1893. Sigua unterschreibt bei Rotblau einen Fünfjahresvertrag bis Sommer 2️⃣0️⃣2️⃣8️⃣.#FCBasel1893 #AlliZämme #rotblaulive #Baloise… pic.twitter.com/yl9itDTuHc
სიგუა „ბაზელის“ ოფიციალურ ვებგვერდს ესაუბრა: „ბაზელთან“ გაფორმებული კონტრაქტით ბედნიერი ვარ. „ბაზელი“ საერთაშორისო დონეზე ცნობილი კლუბია. დარწმუნებული ვარ, რომ კარიერაში განვითარების კუთხით შემდეგ ნაბიჯს გადავდგამ. „ბაზელი“ განვითარების შესანიშნავ შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდა ფეხბურთელებს“.
გაბრიელ სიგუას შესახებ „ბაზელის“ ოფიციალურ ვებგვერდთან კლუბის სპორტულმა დირექტორმა ჰაიკო ვოგელმა ისაუბრა: „გაბრიელი საქართველოში დიდებულ ტალანტადაა მიჩნეული. მოხარული ვარ, რომ შეგვიძლია მასთან ვიმუშავოთ, როგორც შემტევი სტილის ნახევარმცველთან, რომელსაც უკვე აქვს საერთაშორისო გამოცდილება უმაღლეს დონეზე“.
CrystalSport-ის ცნობით, ტრანსფერზე FA PLAYERS AGENTS-ის წარმომადგენლები, გუგა კაჭახიძე და საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გიორგი ფოფხაძე მუშაობდნენ. მოლაპარაკება აქტიურად 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მხარეები ყველა დეტალზე შეთანხმდნენ.
View this post on Instagram
18 წლის გაბრიელ სიგუა თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია, გასული წლიდან მოყოლებული პირველ გუნდში თამაშობდა, მიმდინარე სეზონში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 16 თამაშში (6 შეცვლაზე) 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა. სიგუას დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მიმდინარე წელს მონღოლეთთან ამხანაგურ შეხვედრაში შედგა.
მოგვიანებით, გაბრიელ სიგუამ Instagram-ში პოსტი გამოაქვეყნა, თბილისის „დინამოს“ დაემშვიდობა:
„ჩემს კარიერაში დღეს ახალი ეტაპი დაიწყო და ამით, რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ. ამასთან ერთად უნდა დავემშვიდობო კლუბს, სადაც ყველაფერი დაიწყო. „დინამოში“ 12 წლის ასაკში აღმოვჩნდი და ახლა კლუბს პროფესიონალი ფეხბურთელის სტატუსით ვტოვებ. ეს ყველაფერი შეუფასებელია და მადლობელი ვარ ამისთვის. ეს არის კლუბი სადაც ყველაფერი ვისწავლე და პირველად შევიგრძენი ჩემპიონობის ემოცია. მადლობას ვუხდი კლუბში მყოფ ყველა პიროვნებას, ვინც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩემს განვითარებაში მცირე წვლილი მაინც შეიტანა. გემშვიდობებით დინამოელებო, თუმცა არა სამუდამოდ, მე ყოველთვის დავრჩები დინამოს რიგით ქომაგად და იმედს ვიტოვებ მომავალში ერთმანეთს კვლავ შევხვდებით. ჩვენი ქალაქი, ჩვენი გუნდი!''