ოთარ მამაგეიშვილი
Aa
Aa

მამაგეიშვილი: ადაპტაცია კარგად მიდის, თანაგუნდელების მადლიერი ვარ

პორტუგალიური „ფამალიკაოს’’ ქართველმა ფეხბურთელმა ოთარ მამაგეიშვილმა კლუბის პრესსამსახურთან გუნდში არსებულ ვითარებასა და ადაპტაციის პროცესზე ისაუბრა. ჩემპიონატის მორიგ ტურში „ფამალიკაო'' „ფარენსეს'' ესტუმრება, ოთომ საუბარი ამ მატჩით დაიწყო.

ოთარ მამაგეიშვილი: „ფარენსესთან’’ მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს. გეგმები გვაქვს, ბევრს ვშრომობთ. კარგ ვითარებაში ვართ, ბოლო ათ მატჩში ბევრი გოლი გავიტანეთ. 

გუნდში ყველაფერია იმისთვის, რომ მოთამაშემ უნარები მაქსიმალურად დახვეწოს, სრულყოფილებამდე მივიდეს, ეს ძალიან მაგარია. აქ ყოფნით ბედნიერი ვარ, ძალიან კარგი თანაგუნდელები მყავს, მათი დამსახურებით ადაპტაცია კარგად მიდის. მათი მადლიერი ვარ. პორტუგალიის ლიგა ძალიან კარგი ჩემპიონატია, ამბიციური ფეხბურთელები თამაშობენ, აქ თამაში მარტივი არაა’’.

გასულ ზამთარში „იბერიამ’’ ოთარ მამაგეიშვილი „ფამალიკაოში’’ სარფიანად გაყიდა, სატრანსფერო თანხა 800 000 ევრო იყო. 22 წლის ნახევარმცველი ადაპტაციის პროცესშია, პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში ოთხ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა ოთხივე მატჩში ცვლილებაზე გამოვიდა და საერთო ჯამში 50 წუთამდე ითამაშა. პროფესიონალია, საქმეს დიდი მონდომებით უდგება და არის მოლოდინი, რომ პორტუგალიის ჩემპიონატში საუკეთესო თვისებებს გამოავლენს, თუმცა ეს უფრო მეტად შემდეგ სეზონშია მოსალოდნელი, როცა „ფამალიკაოსთან'' ერთად სრულფასოვან შეკრებას გაივლის. შეკრებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რაც საბა გოგლიჩიძესთან დაკავშირებითაც კარგად გამოჩნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოდიშარიას საგოლე პასი | ქართველის გუნდი ჩემპიონატის ლიდერია
ოდიშარიას საგოლე პასი | ქართველის გუნდი ჩემპიონატის ლიდერია