20 ქულით მოგებული მეოთხე მეოთხედი | 16-წლამდე კალათბურთელები ნახევარფინალში არიან
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონში ჯგუფური ეტაპი მეორე ადგილზე დაასრულა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. გადამწყვეტ შეხვედრაში, ქართველი გოგონები სომხეთს დაუპირისპირდნენ და მეტოქეს 77:61 სძლიეს.
მატჩის საწყისი სამი მეოთხედი სომხების უპირატესობით წარიმართა და მეოთხე მეოთხედის წინ, ისინი 55:51-ს იგებდნენ. ბოლო პერიოდში ქართველმა გოგონებმა მოწინააღმდეგეს შანსი არ დაუტოვეს, მათზე 20-ით მეტი ქულა ჩააგდეს და ნახევარფინალში გავიდნენ.
საქართველოს 16-წლამდე ნაკრებში საუკეთესო სალომე სვანი იყო, რომელმაც 32 ქულა, 10 მოხსნა და 4 ჩაჭრა დააგროვა. ნიცა საბადაშვილს 11 ქულა, 8 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა ჰქონდა. ლიზი აბრამიშვილმა 10 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა, ხოლო გვანცა შარიქაძე 8 ქულას დასჯერდა.

როგორც გითხარით, საქართველო ნახევარფინალურ ეტაპზე გავიდა და მისი მეტოქის ვინაობა დღეს საღამოს გაირკვევა. დიდი ალბათობით, ჩვენი გუნდი აზერბაიჯანის ან ალბანეთის 16-წლამდელთა ნაკრებებს დაუპირისპირდება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს