გიორგი ქარსელაძე
Aa
Aa

ოფიციალურად: ქარსელაძემ რიუ ავესთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

18 წლის ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ქარსელაძემ, პორტუგალიის უმაღლესი ლიგის კლუბ „რიუ ავესთან“ პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა. ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებ გვერდი ავრცელებს.

ქარსელაძე პორტუგალიურ კლუბსი 2027 წლამდე დარჩება.

შეგახსენებთ, რომ ამის შესახებ Crystalsport-ი 2 თვის წინ წერდა. მხარეებმა ხელშეკრულებაზე თანხმობას ჯერ კიდევ მაისის ბოლოს მიაღწიეს, ოფიციალურად კი დღეს გამოცხადდა.

„რიუ ავეში“ ქარსელაძეზე დიდ იმედს ამყარებენ. გასული წლიდან მოყოლებული პერიოდულად პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობდა, რასაც პირველ გუნდში დაწინაურება და ოფიციალური დებიუტი მოჰყვა. „რიუ ავეს“ მთავარი მწვრთნელი ლუიშ ფრეირე შემდეგი სეზონისთვის ქარსელაძეს სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელად მოიაზრებს.

ქარსელაძე 9 წლიდან „რიუ ავეში“ ვარჯიშობდა. პირველ გუნდში კი მისი დებიუტი 18 წლის ასაკში შედგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ეგოიანი - ოქროს ბიჭუნა ბიბლიით და ფეხბურთის ფანატიკური სიყვარულით
ეგოიანი - ოქროს ბიჭუნა ბიბლიით და ფეხბურთის ფანატიკური სიყვარულით