ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

რატომ უნდა დარჩეს ოსიმენი | ერთ-ერთი მიზეზი კვარას უკავშირდება

Corriere dello Sport-ის ჟურნალისტმა, ალბერტო პოლვეროსიმ „ნაპოლის“ ფეხბურთელზე, ვიქტორ ოსიმენზე ისაუბრა. პოლვეროსიმ დაასახელა მიზეზები, რომელთა გამოც, ნიგერიელი „პარტენოპეიში“ უნდა დარჩეს და ერთ-ერთი ხვიჩა კვარაცხელიას უკავშირდება.

„ჩემი აზრით, მისთვის საუკეთესო გამოსავალი ნეაპოლში დარჩენაა და ამას ბევრი მიზეზი აქვს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ტექნიკური საკითხები უნდა გამოვარჩიოთ. თითოეულ სეზონში ისტორია ახლიდან იწერება, მაგრამ ერთია, გასული სეზონის სისტემის ბაზად ქონა და მეორე - ნულიდან დაწყება.

ოსიმენმა იპოვა საუკეთესო ვარიანტი, რომლის დახმარებითაც, გუნდს 100 პროცენტს აძლევს. ვიქტორს და კვარაცხელიას ერთმანეთის საოცრად ესმით და განა შეძლებს იგივე ურთიერთგაგების სხვაგან პოვნას? ვფიქრობ, ბევრი მიზეზია, რომელთა გამოც, ყველასთვის კარგი იქნება, რომ ოსიმენმა ნაპოლი არ დატოვოს“.

შეგახსენებთ, რომ ოსიმენის საკუთარ რიგებში ხილვით „პარი სენ-ჟერმენია“ დაინტერესებული. ფრანგულმა გრანდმა „პარტენოპეის“ წინადადებითაც მიმართა და 100 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო, რადგან ნეაპოლელები მის სანაცვლოდ 200-ს ითხოვენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტელეღიპუცების ვიდეოთი წარადგინეს | ბარნლიმ მიქაუტაძის ნაცვლად ზეკი ამდუნი დაიმატა
ტელეღიპუცების ვიდეოთი წარადგინეს | ბარნლიმ მიქაუტაძის ნაცვლად ზეკი ამდუნი დაიმატა