თორნიკე შენგელია
Aa
Aa

ბერძნული გრანდის რადარზე | შენგელიამ შესაძლოა ვირტუს ბოლონია დატოვოს

„ვირტუს ბოლონიასა“ და საქართველოს ნაკრების კალათბურთელი, თორნიკე შენგელია ევროპული გრანდის რადარზე მოექცა. „ცრვენა ზვეზდას“ ინტერესის შესახებ უკვე გაუწყეთ, დღეს კი შენგელია „პანათინაიკოსს“ დაუკავშირეს.

უცხოური პრესის ინფორმაციით, ბერძნულმა გრანდმა შენგელიას შეთავაზებით უკვე მიმართა. Eurohoops-ი წერს, რომ ქართველმა მძიმე ფორვარდმა ძალიან სარფიანი წინადადება მიიღო და „პანათინაიკოსის“ საკალათბურთო პროექტი ძალიან მოსწონს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელი 2022 წლის გაზაფხულიდან იტალიურ კლუბში თამაშობს. რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ინტერვენციის შემდეგ შენგელიამ მოსკოვის ცსკა-სთან კონტრაქტი გაწყვიტა და კარიერა „ვირტუს ბოლონიას“ დაუკავშირა.

გეტყვით იმასაც, რომ გასულ სეზონში, შენგელია „ვირტუს ბოლონიას“ მაისურით საშუალოდ 12.1 ქულას, 6.1 მოხსნასა და 3 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
19 ივლისის სატრანსფერო ზონა
19 ივლისის სატრანსფერო ზონა