ჩემპიონთა ლიგა, თბილისის დინამო, გიორგი ჭიაბრიშვილი, ასტანა
Aa
Aa

სწრაფი თამაში და ახალგაზრდული შემართება - რას დაუპირისპირებს დინამო ასტანას

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკციო ეტაპის საპასუხო მატჩის წინ თბილისის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა „დინამო არენაზე“ პრესკონფერენცია გამართა.

გიორგი ჭიაბრიშვილი: „საპასუხო მატჩის შემდეგ მეტოქემ 2 ფეხბურთელი დაიმატა, თუმცა სურათი დიდად არ იცვლება. ვფიქრობ, „ასტანას“ თამაში არ შეიცვლება. მე არ ვიცი რას ელიან მათგან სტუმრები, ახლა, მთავარია ჩვენ რას ვითამაშებთ.

მექვაბიშვილი, მოისწრაფიშვილი და მარუშიჩი 100 პროცენტით მზად არ არიან, თუმცა ჩვენთან იქნებიან და გადავწყვეტთ, რა სათამაშო დროს მიიღებენ.

მოისწრაფიშვილი ყოველთვის გვაძლიერებს, მაგრამ ჟურნალისტებს და ქომაგებს ერთ კონკრეტულ ფეხბურთელზე გიჩნდებათ კითხვები, მაგრამ ბევრი რამ კონკრეტულ თამაშზეა დამოკიდებული. მოისწრაფიშვილი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, მაგრამ გააჩნია კონკრეტულ თამაშს. რთულია, იმის თქმა რომ სათამაშო დრო არ ეძლევა. გიორგი ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ კონკრეტულ მატჩთან დაკავშირებით ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი.

არ მიყვარს, რაღაცეების გადაბრალება. მინდა ვიფიქრო, რომ ამის მიზეზია მინდორი. ბუნებრივ მინდორზე თამაში ყველა ფეხბურთელისთვის უკეთესია, ხელოვნურზე კი მხოლოდ მათთვისააა კომფორტული, ვინც რეგულარულად თამაშობს.

ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე უფრო ძლიერი გუნდია, ორივე გუნდს თავისი პლუსები აქვს. „ასტანა“ ევროტურნირებზე რეგულარულად თამაშობდა. პლუს, მეტოქის ფეხბურთელებს ეროვნული ნაკრების გამოცდილება აქვთ, მათი თითქმის ყველა ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებშია, ჩვენთან ასეთი მოთამაშე რამდენიმეა.

„ასტანას'' ბევრად გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ ჩვენი პლუსებია სწრაფი თამაში და ახალგაზრდული შემართებაა, რაც „ასტანაში“ მეორე ტაიმში გამოჩნდა.

„დინამოში“ მუშაობისას ყველაზე სასურველი ტრანსფერი გიორგი ლორიას დამატება იყო. მისი დამატებით, თავდაჯერება ყველგან შეგვემატა. პლუს, პიროვნულად ძლიერია. მისი გამოცდილება ძალიან წაგვადგება.  კარგი იქნება თუ ასეთ გამოცდილ ფებხურთელებს დავიმატებთ. როცა ასეთი მაღალი დონის მეკარე გყავს, როგორც თქვით, ეს ნახევარი გუნდია.

რაც შეეხება პენალტებს, ამის რისკი ყოველთვისაა. ჩვენ ძალიან დაგვეხმარა სუპერ თასი, სადაც ორი პენალტების სერია ვითამაშეთ. ამან ძალიან შეგვიწყო ხელი, პენალტებზე ვიმუშავეთ და შემდეგ შევასრულეთ. პენალტის დარტყმა თუ აღება ფსიქოლოგიური მზადყოფნიდან გამომდინარეობს. სუპერთასის თამაშები ძალიან წაგვადგა“.

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „ასტანა“ - თბილისის „დინამოს“ შეხვედრა 1:1 დასრულდა. საპასუხო მატჩი 19 ივლისს, „დინამო არენაზე“, 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები