ბორდომ ამხანაგურები დაგეგმა | ზურიკო გუნდს ვიშიში შეუერთდება
ზურიკო დავითაშვილის „ბორდომ“ ახალი სეზონისთვის მზადება დღეიდან დაიწყო. კლუბმა პირველი ვარჯიში საწვრთნელ ბაზაზე არასრული შემადგენლობით ჩაატარა.
მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში 26 ივლისამდე გუნდი ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. 22 ივლისს „ბორდო“ ვიშიში „ოსერს“ დაუპირისპირდება, 26 ივლისს კი „გოლს“ შეხვდება.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, დავიდ გუიონმა 28-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც ზურიკო დავითაშვილიც არის შეყვანილი. ფეხბურთელების უმრავლესობა, მათ შორის ზურიკოც გუნდს ოთხშაბათიდან, ქალაქ ვიშიში შეუერთდება.
Découvrez le groupe retenu pour partir en stage à Vichy ! ????⚪
— FC Girondins de Bordeaux (@girondins) July 17, 2023
Au programme, entraînements et deux rencontres de préparation contre l'AJ Auxerre et le Goal FC ⚽
➡ https://t.co/4WDQeHfQDW pic.twitter.com/ZOqYWdo9a6
28-29 ივლისს „ბორდო“ კიდევ ტესტ-მატჩს გამართავს. გუიონის გუნდი ჯერ ესპანურ „ოსასუნას“ შეხვდება, 29 ივლისს კი „ანჟერსს“ დაუპირისპირდება.
ჟირონდელები საფრანგეთის ლიგა 2-ის ახალ სეზონს 7 აგვისტოდან დაიწყებენ. გათამაშების პირველ ტურში ზურიკო დავითაშვილის გუნდის მეტოქე „პაუ“ იქნება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს