ბარსელონა, ორიოლ რომეუ
Aa
Aa

სამედიცინო შემოწმება გაიარა - რომეუ ბარსელონაში ითამაშებს

სერხიო ბუსკეტსის წასვლის შემდეგ, კატალონიის „ბარსელონა“ მის შემცვლელს ეძებდა. მთავარი კანდიდატი მარსელო ბროზოვიჩი იყო, თუმცა ხორვატი ნახევარმცველი საუდის არაბეთში წავიდა.

ბროზოვიჩის შემდეგ, კატალონიური გრანდი თავისი ყოფილი ფეხბურთელის ორიოლ რომეუს გადაბირებას ცდილობდა და როგორც ჩანს, გამოუვიდა.

გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო, „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

ვიგებთ, რომ „ბარსელონას“ და „ჟირონას“ შორის შეთანხმება შედგა. ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და ახლა ბიუროკრატიული დოკუმენტების მოგვარება დარჩა. „ბლაუგრანა“ რომეუს სულ მალე ოფიციალურად წარადგენს.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის ნახევარმცველი „ბარსელონას“ აღზრდილი გახლავთ, ხოლო მთავარ გუნდში მხოლოდ 2 მატჩი აქვს ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუ გადმოხვალ, თითებს მოგაჭრით“ | ულტრასები ვლაჰოვიჩის ტრანსფერს ეწინააღმდეგებიან
„თუ გადმოხვალ, თითებს მოგაჭრით“ | ულტრასები ვლაჰოვიჩის ტრანსფერს ეწინააღმდეგებიან