გიორგი კვერნაძე, ფროზინონე
Aa
Aa

გამოკვლევა ჩაუტარდა - კვერნაძის დაბრუნების სავარაუდო დრო ცნობილია

„ფროზინონეს“ ქართველმა შემტევმა გიორგი კვერნაძემ იტალიურ კლუბში ჩატარებულ პირველ შეხვედრაში გოლი გაიტანა, თუმცა შემდეგ მცირე ტრავმა მიიღო და მთავარმა მწვრთნელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ შეცვალა. CrystalSport-ის ინფორმაციით, 20 წლის შემტევს გამოკვლევა ჩაუტარდა, რამდენიმე სავარჯიშო პროცესს გამოტოვებს და მაქსიმუმ ხუთ დღეში მოედანს დაუბრუნდება.

19 ივლისს, „ფროზინონე“ ამხანაგურ მატჩს სამოყვარულო კლუბ „ფარენტინოსთან“ გამართავს, ამ შეხვედრას კვერნაძე გამოტოვებს, თუმცა 27 ივლისს, „სალერნიტანასთან“ მატჩისთვის მზად იქნება.

შეგახსენებთ, სერია ა-ში აღზევებულ „ფროზინონეში“ გიორგი კვერნაძემ არაოფიციალურ სადებიუტო მატჩში გოლი გაიტანა, ქართველი შემტევი სამოყვარული გუნდთან შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე იჯდა, თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო, 52-ე წუთზე საჯარიმოში შეიჭრა, მეტოქის სამ ფეხბურთელს შორის მოქცეულმა მეკარეს დაბალ კუთხეში გაუტანა.

გიორგი კვერნაძის „ფროზინონეში“ ტრანსფერს GOAL-ი გამოეხმაურა. გამოცემამ ახალგაზრდა გარემარბი მოკლედ დაახასიათა და კვერნაძე საკუთარ მკითხველს ახლოდან გააცნო.

„2003 წელს დაბადებული შემტევი იტალიაში, ხვიჩა კვარაცხელიასავით, საქართველოდან გადავიდა და თანამემამულის მსგავსად, შეეცდება, თავი გამოიჩინოს. კვერნაძე ხვიჩას პოზიციაზე თამაშობს და მარცხენა გარემარბია. საქართველოში, ძირითადად მარცხენა ფლანგზე ასპარეზობდა, მაგრამ იყო შემთხვევები, როცა ცენტრფორვარდად და მეორე თავდამსხმელად ითამაშა. კვერნაძე ინდივიდუალური ტექნიკით, სწრაფი აჩქარების უნარითა და სისწრაფით გამოირჩევა, რაც საშუალებას აძლევს, ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწიოს ან ჩაწოდება განახორციელოს. გიორგი პატარა კლუბში გადავიდა, რამაც შესაძლოა, ადაპტაციის პროცესისას პრობლემები განაპირობოს, თუმცა არაა გამორიცხული ის სერია A-ს ახალი სიურპრიზი გახდეს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლოჩოშვილი კრემონეზეს შეუერთდა და ახალი სეზონისთვის ემზადება
ლოჩოშვილი კრემონეზეს შეუერთდა და ახალი სეზონისთვის ემზადება