ვანდა ნარა
Aa
Aa

ვანდა ნარას ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს

ესპანური Marca-ს ცნობით, მაურო იკარდის ყოფილი მეგობარი გოგო საფეხბურთო აგენტი ვანდა ნარას ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს.

რადიო მიტრეს წამყვანი ხორხე ლანატას თქმით, საფეხბურთო აგენტთან დაახლოებულმა რამდენიმე წყარომ დაადასტურა, რომ მას ჰემატოპოეზური სისტემის ავთვისებიანი დაავადება აქვს.

ოთხშაბათს საღამოს, ვანდა სამედიცინო ცენტრში მუცლის ძლიერი ტკივილის ჩივილებით მივიდა, რის შემდეგაც იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ანალიზების შედეგები ცუდი არ იყო, მაგრამ პარასკევს ბუენოს აირესის კერძო საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს.

იკარდი, რომელმაც ვანდას ავადმყოფობის შესახებ შეიტყო, აპირებს ის სამკურნალოდ იტალიაში გაგზავნოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლის წინასასეზონო შემადგენლობა | რატომ ვერ მოხვდნენ კვარა და ოსიმენი
ნაპოლის წინასასეზონო შემადგენლობა | რატომ ვერ მოხვდნენ კვარა და ოსიმენი