კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

კრიშტიანუ რონალდუ გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შევიდა

„ალ-ნასრის“ ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუ გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შევიდა. Forbes-მა ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენების რეიტინგი გამოაქვეყნა და პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი პირველ ადგილზე იმყოფება.

2023 წელს, რონალდუს შემოსავალმა 136 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (გადასახადების გათვალისწინებით). იგი ლიონელ მესის უსწრებს, რომელიც შარშან 130 მილიონით გამდიდრდა, მესამე ადგილზე კი კილიან მბაპე იმყოფება.

Forbes-ის სტატისტიკაზე დაყრდნობით, რონალდუ გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში, მოხვდა როგორც, 2023 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენი. შარშან, იგივე შედეგი მესიმ დააფიქსირა, რომლის გამომუშავებული თანხაც 130 მილიონი გახლდათ.

კრიშტიანუს შემოსავალი

ხელფასი: $46 მილიონი

მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა: $90 მილიონი

კრიშტიანუ რონალდუსა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ გზები გასული წლის ნოემბერში გაიყო და მას შემდეგ პორტუგალიელი საუდის არაბეთის სპორტსმენების რიგს შეუერთდა. „ალ-ნასრში“ ფეხბურთელის ხელფასი თითქმის გაორმაგდა და $75 მილიონს მიაღწია. რონალდუს შემოსავლის დიდ ნაწილს ფეხბურთელის სოციალურ ქსელში პოპულარობა განაპირობებს: Instagram-ზე, Facebook-სა და Twitter-ზე რონალდუს 850 მილიონი გამომწერი ჰყავს, პორტუგალიელის სპონსორთა რიგებს კი კრიპტოვალუტის ბირჟა Binance-იც შეემატა. (Forbes.ge)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საქართველო ტიერ 2-ის ნაკრები არაა“ | ლაშა ციხისთავი ახალ ზელანდიასთან მატჩზე
„საქართველო ტიერ 2-ის ნაკრები არაა“ | ლაშა ციხისთავი ახალ ზელანდიასთან მატჩზე