მეცი, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

L'Équipe: მეცი მზადაა მიქაუტაძე 20 მილიონად გაყიდოს

L'Équipe-ის ინფორმაციით, „მეცი“ გიორგი მიქაუტაძის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვს.  თუ დაინტერესებული კლუბი აღნიშნულ თანხას გადაიხდის, 22 წლის ფორვარდი ლასლო ბოლონის გუნდს დატოვებს და კარიერას გაცილებით მაღალი დონის ჩემპიონატში გააგრძელებს. რომის „ლაციომ“ მიქაუტაძის სანაცვლოდ ფრანგულ კლუბს 15 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა აღნიშნული თანხა „მეცისთვის“ საკმარისი არაა. „მეცმა“ „ლაციოს“ გარდა „ბარნლის“ 15-მილიონიანი წინადადებაც დაბლოკა.

ქართველმა „მეცთან“ ერთად სავარჯიშო პროცესი განაახლა და ახალ კლუბთან დაკავშირებით მოლოდინის რეჟიმშია.

გასული სეზონის მეორე ნახევრიდან მოყოლებული მიქაუტაძე არაერთ კლუბს დაუკავშირეს, მათ შორის ყველაზე მეტად „ბარნლი“ და „ლაციო“ აქტიურობენ.

შეგახსენებთ, გასულ სეზონში მიქაუტაძემ „მეცთან“ ერთად ლიგა 1-ის საგზური მოიპოვა. ქართველმა ფორვარდმა გასულ სეზონში, ლიგა 2-ში 23 გოლი გაიტანა და გუნდს ლიგა 1-ში დაწინაურებაში დაეხმარა. სეზონის ბოლოს, ქართველმა შემტევმა ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოც მოიგო.

გასულ სეზონში მიქაუტაძემ ლიგა 2-ში 37 მატჩი ჩაატარა, 23 გოლი შეაგდო და 8 საგოლე პასი შეასრულა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა | ბაიერნი კეინზე უარის თქმას არ აპირებს
    მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა | ბაიერნი კეინზე უარის თქმას არ აპირებს