თბილისის დინამო
Aa
Aa

„მატჩისას ძალიან ცხელოდა“ - ასტანას მთავარი მწვრთნელი

„ასტანას“ მთავარმა მწვრთნელმა გრიგორი ბაბაიანმა ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „დინამოსთან“ მატჩის (1:1) შემდეგ პრესასთან ისაუბრა.

- ასტანა" ჩემპიონთა ლიგის გახსნის მატჩში იმედგაცრუებული დარჩა...

„მატჩისას ძალიან ცხელოდა. კარგი საწყისი 15 წუთი ჩავატარეთ - გოლი გავიტანეთ. მე-15 წუთზე იძულებითი შეცვლის გაკეთება მოგვიწია. ზოგადად, პირველი ტაიმი ჩვენთვის კარგი იყო, იყო მომენტები.

მეორე ნახევარში ზოგიერთ ეპიზოდში წარუმატებლად ვითამაშეთ, გოლი გავუშვით.

ორმატჩიან დაპირისპირებას სიფრთხილით ეკიდები, რადგან ერთმა შეცდომამ შესაძლოა მატჩის ბედი გადაწყვიტოს. გვქონდა მომენტები, თუმცა მათი რეალიზება ვერ მოვახერხეთ.

შანსები? ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. შანსები ამჟამად 50/50-ზეა“.

- განაცხადა ბაბაიანმა.

შეგახსენებთ, რომ განმეორებითი მატჩი 19 ივლისს თბილისში (20:00) გაიმართება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    “მოგება შეგვეძლო“ - ლორია ასტანასთან მატჩის შემდეგ
    “მოგება შეგვეძლო“ - ლორია ასტანასთან მატჩის შემდეგ