თბილისის დინამო
Aa
Aa

ჩემპიონთა ლიგა: დინამომ ასტანაში ფრედ ითამაშა

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „დინამო“ სტუმრად „ასტანას“ დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა.

გია ჭიაბრიშვილის გუნდმა პირველი ტაიმის პირველი ნახევარი ჩააგდო და საკუთარ კარში ლოგიკური გოლიც მიიღო. მე-11 წუთზე აბათ აიმბეტოვმა თბილისელთა დაცვის არადამაჯერებელი თამაშით ისარგებლა და ანგარიში გახსნა.

პირველი ტაიმის მიწურულს „დინამომ“ ზედიზედ ორი სახიფათო მომენტი შექმნა. ჯერ კამარამ ერთი-ერთზე ხელსაყრელი სიტუაციიდან გატანა ვერ მოახერხა. შემდეგ კი ხარაიშვილმა ლამაზად გათამაშებული კომბინაცია ძლიერი დარტყმით დააგვირგვინა, თუმცა ბურთი ძელს მოხვდა.

მეორე ტაიმში ჭიაბრიშვილმა 4-მცველიანი სქემა შეცვალა და გუნდი 3-5-2-ზე გადააწყო, რამაც შედეგი მალევე მოიტანა.

57-ე წუთზე ომარ იმრანის დარტყმულს გაბრიელ სიგუამ მცველებს დაასწრო და ანგარიში გაათანაბრა.

ამის შემდეგ, „ასტანა“ გააქტიურდა, თუმცა რეალური მომენტის შექმნა ვერ მოახერხეს.

შეგახსენებთ, რომ განმეორებითი მატჩი ზუსტად ერთ კვირაში თბილისში „დინამო არენაზე“ 20:00 გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალური შეთავაზება გაკეთებულია - ლაციომ მიქაუტაძეს დაუმიზნა
ოფიციალური შეთავაზება გაკეთებულია - ლაციომ მიქაუტაძეს დაუმიზნა