სვანაძე: „მაშინ ამაზე ფიქრი ფანტაზიის სფერო უფრო იყო“
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ Instagram-ში პოსტი გამოაქვეყნა. ამ პოსტში ორი ფოტოა, პირველი ფოტო 2019 წლით თარიღდება, როცა რამაზ სვანაძის გაწვრთნილი საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ელიტ-რაუნდში მოხვდა, თუმცა კორონავირუსის გამო ელიტ-რაუნდი არ გაიმართა. მეორე ფოტო ახალია, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატიდანაა, როცა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 1/4-ფინალში გავიდა.
რამაზ სვანაძე: „პირველი ფოტოდან გავა 5 წელი და ეს ბიჭები ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მეოთხედფინალში ითამაშებენ. მაშინ ამაზე ფიქრი ალბათ ფანტაზიის სფერო უფრო იყო, მაგრამ არა ამ ბიჭებისთვის და მთლიანად სტაფისთვის.
შრომა, თავდადება, ნიჭი, პროფესიონალიზმი, მიზანდასახულობა და პატრიოტიზმი. როცა ეს გუნდში გაქვს, შეუძლებელი არაფერია. 5 წლის შემდეგ ეს ბიჭები ევროპის საუკეთესო გუნდებს შორის ღირსეულ ადგილს იკავებენ. ვამაყობ და ბედნიერი ვარ ყველა იმ წუთისთვის, რაც ქვეყანას ერთად ვაჩუქეთ. უფრო დიდი გამარჯვებები წინაა...“
View this post on Instagram
2019 წელს, როცა რამაზ სვანაძის გაწვრთნილი საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ელიტ-რაუნდში გავიდა, ამ გუნდის შემადგენლობაში ლუკა კუტალაძე, ივა გელაშვილი, სანდრო კალანდაძე, ანზორ მექვაბიშვილი, ცოტნე კაპანაძე, ირაკლი აზაროვი, ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი გულიაშვილი, გიორგი მოისწრაფიშვილი, გიორგი გაგუა, ნოდარ ლომინაძე და შოთა ნონიკაშვილი თამაშობდნენ.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს