ბორჯღალოსნები, საქართველოს მორაგბეთა 20-წლამდე ნაკრები, ლადო კილასონია
Aa
Aa

საქართველო მე-5 ადგილისთვის იბრძოლებს - მეტოქე ცნობილია

რაგბიში, მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატზე სამხრეთ აფრიკამ არგენტინა 24:16 დაამარცხა. აქედან გამომდინარე, C ჯგუფში პირველ ადგილზე სამხრეთ აფრიკა გავიდა, მეორე პოზიცია საქართველომ დაიკავა, რაც ნიშნავს რომ ლადო კილასონიას გაწვრთნილი გუნდის მაქსიმუმი მიმდინარე ტურნირში მე-5 ადგილის დაკავება იქნება. საქართველოს 20-წლამდე გუნდის მეტოქე უელსია.

ჯგუფურ ეტაპზე პირველ ტურში სამხრეთ აფრიკამ საქართველო 33:23 დაამარცხა. მეორე ტურში საქართველომ არგენტინას დიდი დამაჯერებლად მოუგო (0:20), მესამე ტურში იტალია-საქართველოს შეხვედრა კილასონიას გუნდის სასარგებლოდ 17:30 დასრულდა.

შეგახსენებთ, საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა საუკეთესო შედეგი 2019 წელს დააფიქსირა, როცა მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-9 ადგილზე გავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები